Monday 1 October 2007

პრინცი ჩარლზი და ღვინის ეტიკეტები



"შატო მუტონ-როტშილდის" ახალი ღვინის გამოსვლა ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება. წლეულს ეს მოვლენა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ბოთლის ეტიკეტზე პრინცი ჩარლზის შემოქმედებითი შესაძლებლობებია წარმოდგენილი.
პრინცი ჩარლზის აკვარელით შესრულებულმა ნამუშევარმა ისე მოხიბლა ბარონესა ფილიპინა დე როტშილდი, რომ მან პრინცს "მუტონ-როტშილდის" 2004 წლის მოსავლის ღვინის ბოთლების გაფორმება შესთავაზა. ჩარლზამდე ეტიკეტები გაფორმებული იყო ბრაკის, პიკასოს, შაგალის, ენდი უორჰოლისა და სხვათა ნახატებით. ახალი ღვინის 1 ბოთლი 160 დოლარი ეღირება.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე მარტო ღვინით კი არა, სამზარეულოთიცაა გატაცებული. პრინცი ჩარლზი კულინარიული რეცეპტების წიგნზე მუშაობს.

© „მარანი“

No comments: