Thursday, 8 May 2008

იამაიკის რომი ევროპულ ბაზარზე


ა.წ. აპრილში ევროპაში გაიმართება იამაიკური 8-წლიანი რომის Appleton Estate-ს პრეზენტაცია. რომის დისტრიბუციას ბრიტანული კომპანია J Wray & Nephew აწარმოებს.
მარკეტინგის მენეჯერ მარიამ რიდლის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანია 8 წლის განმავლობაში აწარმოებდა ბაზრის ანალიზს და მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლას.
დისტრიბუტორები იმედს გამოთქვამენ, რომ 8-წლიანი Appleton Estate მალე დაიკავებს ადგილს ბაზარზე Appleton Estate V/X-სა და 12-წლიანი Appleton Estate-ს გვერდით.
სასმელის დამახასიათებელ ნიშანს მისი მოოქროსფრო ფერი წარმოადგენს. ალკოჰოლის შემადგენლობა 43%-ია.


© „მარანი“

No comments: