Showing posts with label ძვირფასი ღვინოები. Show all posts
Showing posts with label ძვირფასი ღვინოები. Show all posts

Wednesday, 14 May 2008

მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი შამპანურები

1. ყველაზე ძვირიანი შამპანური

Krug, Clos du Mesnil 1995
$750


მსოფლიოს ეს უძვირფასესი შამპანური სულ რაღაც 4.5 აკრზე მოყვანილი შარდონეს ჯიშის ყურძნიდანაა დაწურული (შესაბიმისად იგი ე.წ. Blanc de Blanc კატეგორიისა, ანუ თეთრი თეთრიდან). სულ რაღაც 12,624 ბოთლი ჩამოისხა და დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს დამლევზე.

2. ყველაზე ძვირიანი Blanc de Noir (თეთრი შავიდან)

Bollinger Blanc de Noirs Vieilles Vignes Françaises 1998
$575

Blanc de Noir-ების უმრავლესობას უძველესი ტექნოლოგიით აყენებენ, ანუ შავი ჯიშის ყურძნისგან (მაგალითად პინო ნუარი) კამკამა ოქროსფერ შამპანურს ამზადებენ. ამ წლის ჩამოსხმა ძალზე იშვიათია (მაგალითად, ა.შ.შ.-ში მხოლოდ 180 ბოთლი შეიტანეს).

3. ყველაზე ძვირიანი ვარდისფერი შამპანური

Dom Pérignon Rosé 1996
$400

მრავალწლიანი დაუფასებლობის შემდეგ ვარდისფერი შამპანური კვლავ მოდაშია და როზე დომ პერინიონი ამის საუკეთესო ნიმუშია. მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა და კიდევ ერთ ათ წელიწადს იქნება ფორმაში.

4. ყველაზე ძვირიანი Blanc de Blanc (Krug-ის გარდა)

Salon Le Mesnil 1996
$300

ამ შამპანურის სულ რაღაც 840 ყუთი ჩამოასხეს. დაყენებულია მხოლოდ Grand-Cru კატეგორიის ვენახებში დაკრეფილი უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან. ძლიერი, სხეულიანი ღვინოა, ძალზე ღრმა არომატებით.

5. ყველაზე ძვირიანი ვინტაჟური (გარკვეული წლის მოსავალი) შამპანური

Krug 1995
$200

ცქრიალებისთვის ეს ლეგენდარული წელი იყო. ღვინო ყველაზე მაღალი ხარისხის ყურძნისგანაა დაწურული. 1995 წლის ჩამოსხმა საოცრად ბალანსირებული და ჰარმონიული შამპანურია, გაცილებით დელიკატური, ვიდრე “დაკუნთული” 1990.

6. ყველაზე ძვირიანი არავინტაჟური შამპანური (Krug-ის გარდა)

Laurent-Perrier Grande Siècle
$110


Laurent-Perrier-ის შეფს, ბერნარ დე მონანკურს ღრმად სწამს, რომ სამი სხვადასხვა ვინტაჟის შერევით გაცილებით საინტერესო და კომპლექსურ შამპანურს მივიღებთ. ეს შამპანური შარდონეს, პინო ნუარისა და პინო მონიეს კუპაჟირებით შეიქმნა. სამივე ეს ყურძენი Grand Cru კატეგორიის ვენახებშია მოყვანილი.

7. ყველაზე ძვირიანი ვინტაჟური შამპანური (Krug-ის გარდა)

Veuve Clicquot Rare Vintage 1988
$85


ეს ლეგენდარული შამპანური ცოტა ვინმეს თუ გაუსინჯავს. 1988 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 2007-ში კი, როგორც ამბობენ, ამ შამპანურმა თავის პიკს უნდა მიაღწიოს. ძალზე მდიდარი ბუკეტი ახასიათებს.

8. ყველაზე ძვირიანი ამერიკული ცქრიალა ღვინო

Schramsberg, J. Schram Rosé 1998
$120


1965 წელს შრამსბერგი პირველი ამერიკული ცქრიალა ღვინო გახდა, რომელმაც უმაღლესი ხარისხის შამპანური ჩამოასხა და ე.წ. Methodé Champenoise გამოიყენა. გასულ წელს კი მათ პირველი ამერიკული prestige cuvée rosé შექმნეს. ძალზე მდიდარი ღვინოა, ძლიერი და მრავალფეროვანი ტონებით.

9. ყველაზე ძვირიანი შამპანური, რომელიც გასულ წელს აუქციონზე გაიყიდა.

Heidsieck Monopole 1907
$4,200


ეს ბოთლი Hart Davis Hart-ის აუქციონზე გაიყიდა ჩიკაგოში. 2006 წლის კიდევ ერთი სენსაცია იყო რვა ბოთლი 1990 წლის Louis Roederer Cristal, რომელიც 18,800 დოლარად შეიძინა უცნობმა კრისტის აუქციონზე. ასევე აღნიშვნის ღირსია Krug 1990-ის 18 მაგნუმი, ნიუ იორკის ერთ-ერთ აუქციონზე რომ გაიყიდა 23,700 დოლარად.

© „მარანი“

Saturday, 5 April 2008

2007 წლის 100 საუკეთო ღვინო Wine Enthusiast-ის მიხედვით

ნოემბერში ჩვენს ბლოგზე ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, Wine Spectator-ის მიერ შედგენილი 2007 წლის 100 საუკეთესო ღვინის სია გამოქვეყნდა. დღევანდელ ნომერში ვაგრძელებთ გასული წლის მსოფლიო ღვინოების შეჯამებას და გთავაზობთ კიდევ ერთი გამოცემის, Wine Enthusiast Magazine-ის ასეულს.


1

96 Viñedos de Paganos 2004
El Puntido (Rioja) Spain; $57.

2

97 Lancaster 2004 Cabernet Sauvignon
(Alexander Valley) California; $65.

3

95 Chateau St. Jean 2004 Reserve
Chardonnay (Sonoma County)
California; $45.

4

93 Glen Eldon 2004 Dry Bore Shiraz
(Barossa) Australia; $27.

5

95 Bertani 1998 Amarone della
Valpolicella Classico (Italy); $70.

6

95 Domaine des Baumard 2005 Clos du
Papillon (Savennières) France; $39.

7

96 Hartford Court 2005 Land’s Edge
Vineyards Pinot Noir (Sonoma Coast)
California; $45.

8

92 Viu Manent 2005 Single Vineyard
San Carlos Estate Malbec
(Colchagua Valley) Chile; $22.

9

95 Mount Eden 2003 Estate Bottled
Chardonnay (Santa Cruz Mountains)
California; $38.

10

93 Dr. Loosen 2005 Graacher
Himmelreich Riesling Spჰtlese
(Mosel-Saar-Ruwer) Germany; $30.

11

93 Fife 2004 L’Attitude 39 (Mendocino)
California; $18.

12

95 Robert Mondavi 2005 To Kalon
Vineyard Reserve Fumé Blanc
(Oakville) California; $35.

13

93 Pirathon 2005 Shiraz
(Barossa Valley) Australia; $30.

14

94 DeLille Cellars 2005 Chaleur Estate
Blanc (Columbia Valley)
Washington; $33.

15

95 Ken Wright 2005 Abbott Claim Pinot
Noir (Yamhill-Carlton District)
Oregon; $50.

16

94 Melville 2005 Clone 76 Inox
Chardonnay (Sta. Rita Hills)
California; $30.

17

94 Descendientes de J. Palacios 2004
Villa de Corullon (Bierzo) Spain; $50.

18

92 Domaine Famille Lignères 2003 Aric
(Corbières) France; $20.

19

93 Poet’s Leap 2005 Riesling (Columbia
Valley) Washington; $20. .

20

94 Joseph Swan Vineyards 2003 Lone
Redwood Ranch Zinfandel (Russian
River Valley) California; $25.

21

94 Pierre Gimmonet et Fils 1999 Premier
Cru Special Club Brut (Champagne)
France; $38.

22

94 Kilikanoon 2004 Testament Shiraz
(Barossa Valley) Australia; $40.

23

92 Bonny Doon 2004 Le Cigare Blanc
(California); $20.

24

91 Dos Victorias 2006 José Pariente
Verdejo (Rueda) Spain; $17.

25

93 Warre’s 1995 Traditional Late Bottled
Vintage Port (Portugal); $26.

26

98 W.H. Smith 2005 Maritime Vineyard
Pinot Noir (Sonoma Coast)
California; $52.

27

93 Yangarra Estate Vineyard 2005
Single Vineyard Shiraz (McLaren Vale)
Australia; $20.

28

93 Eaglepoint Ranch 2005 Petite Sirah
(Mendocino County) California; $26.

29

93 Bodegas Dios Baco S.L. NV
Amontillado (Jerez) Spain; $20.

30

93 Sebastiani 2004 Secolo Red Wine
(Sonoma County) California; $30.

31

92 Bodegas Fuentespina 2001 Reserva
(Ribera del Duero) Spain; $21.

32

94 Joh. Jos. Prüm 2005 Graacher
Himmelreich Riesling Auslese
(Mosel-Saar-Ruwer) Germany; $38.

33

94 Schramsberg 2003 Blanc de Blancs
(North Coast) California; $35.

34

92 Shingleback 2004 Cabernet
Sauvignon (McLaren Vale)
Australia; $22.

35

96
Marimar Estate 2005 Doña Margarita
Vineyard Pinot Noir (Sonoma Coast)
California; $45.

36

92 Fonseca 2001 Unfiltered Late Bottled
Vintage Port (Portugal); $22.

37

97 Cayuse 2003 Armada Syrah
(Walla Walla) Washington; $65.

38

92 Domaine Vacheron 2005 Les Romains
(Sancerre) France; $27.

39

92 Villa Maria 2006 Clifford Bay
Reserve Sauvignon Blanc
(Marlborough) New Zealand; $27.

40

92 De Loach 2006 O.F.S. Sauvignon Blanc
(Russian River Valley) California; $22.

41

94 St. Urbans-Hof 2005 Ockfener
Bockstein Riesling Auslese (Mosel-
Saar-Ruwer) Germany; $40.

42

93 Domaine Chandon NV Pinot Noir Brut
(Napa-Sonoma) California; $30.

43

95 Cadence 2004 Camerata Cabernet
Sauvignon (Red Mountain) Washington;
$50.

44

93 Il Borro 2004 Il Borro
(Toscana) Italy; $36.

45

93 Dry Creek Vineyard 2004 Somers
Ranch Zinfandel (Dry Creek Valley)
California; $30.

46

91 Finca Luzón 2004 Altos de Luzón
(Jumilla) Spain; $16.

47

93 Domaine de la Terre Rouge 2004
Sentinel Oak Vineyard Pyramid Block
Syrah (Shenandoah Valley)
California; $35.

48

95 Baldacci 2004 Cabernet Sauvignon
(Stags Leap District) California; $55.

49

94 Beauregard 2004 Beauregard Ranch
Vineyard Zinfandel (Ben Lomond
Mountain) California; $45.

50

92 Louis Roederer NV Brut Premier
(Champagne) France; $35.

51

98 Coup de Foudre 2004 Cabernet
Sauvignon (Napa Valley)
California; $75.

52

95 Gloria Ferrer 1997 Carneros Cuvée
(Carneros) California; $50.

53

97 Domaine des Lambrays 2004 Clos de
Lambrays (France); $110.

54

96 Laetitia 2005 Les Galets Pinot Noir
(Arroyo Grande Valley) California;
$60.

55

93 Musella 2003 Amarone della
Valpolicella (Italy); $37.

56

92 Rolf Binder 2005 Heinrich Shiraz-
Mataro-Grenache (Barossa Valley)
Australia; $28.

57

92 Quinta do Portal 2003 Grande
Reserva (Douro) Portugal; $29.

58

97 Beringer 2003 Nightingale Sémillon-
Sauvignon Blanc (Napa Valley)
California; $40.

59

91 Palliser Estate 2006 Sauvignon Blanc
(Martinborough) New Zealand; $19.

60

91 Elk Cove 2006 Pinot Gris (Willamette
Valley) Oregon; $19.

61

93 Falesco 2004 Montiano Merlot
(Lazio) Italy; $40.

62

92 Yalumba 2005 Hand Picked
Tricentenary Vines Grenache (Barossa)
Australia; $30.

63

95 Leonetti Cellar 2005 Merlot (Columbia
Valley) Washington; $65.

64

92 Capaia 2005 Capaia (Philadelphia)
South Africa; $42.

65

91 Chateau Ste. Michelle 2005 Canoe
Ridge Estate Chardonnay (Horse
Heaven Hills) Washington; $20.

66

93 Justin 2004 Justification (Paso Robles)
California; $42.

67

94 Quinta do Vale Meჯo 2004 Douro
(Portugal); $57.

68

95 Penfolds NV Great Grandfather Rare
Old Liqueur Tawny (Barossa Valley)
Australia; $70.

69

92 Hans Wirsching 2005 Iphöfer
Kronsberg Riesling Spჰtlese Trocken
(Franken) Germany; $33.

70

96 Vall Llach 2004 Priorat (Spain); $85.

71

92 Gesellmann 2004 Op Eximium Cuvée
17 (Burgenland) Austria; $34.

72

92 Elena Walch 2004 Castel Ringberg
Riserva Chardonnay (Alto Adige)
Italy; $34.

73

92 Torbreck 2005 The Steading (Barossa
Valley) Australia; $35.

74

92 Bressan 2004 Pinot Grigio (Venezia
Giulia) Italy; $35.

75

94 Alphonse Mellot 2002 Edmond
(Sancerre) France; $61.

76

95 Ostatu 2003 Gloria de Ostatu
(Rioja) Spain; $75.

77

93 Renacer 2003 Renacer R Malbec
(Perdriel) Argentina; $48.

78

91 Casa Lapostolle 2005 Cuvée
Alexandre Apalta Vineyard
Cabernet Sauvignon (Colchagua
Valley) Chile; $23.

79

93 Domaine Anne Gros 2004 La Combe
d’Orveau Premier Cru
(Chambolle-Musigny) France; $60.

80

93 Masciarelli 2004 Marina Cvetic
(Trebbiano d’Abruzzo) Italy; $50.

81

93 Dominio de Tares 2004 Bembibre
(Bierzo) Spain; $50.

82

94 Bodega Norton 2003 Perdriel Single
Vineyard (Mendoza) Chile; $64.

83

92

Charles Joguet 2004 Clos du Chêne
Vert (Chinon) France; $37.

84

93 Alain Voge 2004 Fleur du Crussol
(Saint-Péray) France; $52.

85

95 Joseph Drouhin 2004 Clos de la Roche
(France); $112.

86

91 Concha y Toro 2006 Terrunyo
Sauvignon Blanc (Casablanca Valley)
Chile; $25.

87

91 Glen Carlou 2003 Grand Classique
Meritage (Paarl) South Africa; $20.

88

93 Cesari 2001 Il Bosco (Amarone della
Valpolicella) Italy; $65.

89

98 R.L. Buller & Son NV Calliope Rare
Muscat (Rutherglen) Australia;
$86/375 ml.

90

91 Salomon-Undhof 2006 Lindberg
Reserve Grüner Veltliner (Kremstal)
Austria; $34.

91

95
Louis Jadot 2004 Corton Charlemagne
(France); $113.

92

91 Domaine Courbis 2005 Les Royes
(Saint-Joseph) France; $40.

93

92 Bernard Magrez 2003 La Bienvenida
Malbec (Mendoza) Argentina; $39.

94
92 Peregrine 2006 Pinot Noir (Central
Otago) New Zealand; $42.

95

90 Brotte 2005 Domaine Grosset
Cairanne (Côtes-du-Rhône Villages)
France; $20.

96

94 Domaine de la Vougeraie 2005
Bonnes-Mares (France); $110.

97

95 Beaulieu Vineyard 2004 Georges de
Latour Private Reserve Cabernet
Sauvignon (Napa Valley)
California; $95.

98

92 Gianni Brunelli 2003 Amor Costante
(Toscana) Italy; $65.

99

94 Abraham Perold 1998 Shiraz
(Paarl) South Africa; $155.

100

94 Hugel 2005 Sélection de Grains
Nobles Gewürztraminer (Alsace)
France; $210.

© „მარანი“

Tuesday, 11 March 2008

Grand cru ფალსიფიკაცია


როდესაც ღვინის ბოთლზე დაკრულ ეტიკეტს შეხედავთ, გახსოვდეთ, რომ მასზე გამოსახული წარწერა ბოთლის შიგთავსს ყოველთვის არ შეესაბამება. თავის სტატიაში რობერტ ჯოზეფი მოგვითხრობს თაღლითობაზე, რომელიც მეღვინეობის სფეროში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა.

კონტრაფაქტური ისტორია

კარგი ღვინის მოყვარულთა და დამფასებელთა გაცურებას თაღლითები საუკუნეების წინაც ცდილობდნენ. როგორც როდ ფილიპსი თავის "ღვინის მოკლე ისტორია"-ში მოგვითხრობს, ეს პრობლემა ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს აწუხებდათ. ისინი ცდილობდნენ, არ დაეშვათ იმ პერიოდისთვის ძალზე პოპულარული ტკბილი ღვინის ფალსიფიცირება, რომელიც კუნძულ თასოსზე იწარმოებოდა. გამოსცეს კანონები, რომლის თანახმადაც იგი მხოლოდ გარკვეული ტიპის ამფორებში უნდა გაყიდულიყო (რომელთაც ასევე კუნძულ თასოსზე ამზადებდნენ) და კრძალავდა მის შემოტანას სხვა რაიონებიდან.
ღვინის ფალსიფიცირების ყველაზე ადრეული მაგალითი პომპეის ტავერნებში გაყიდული სასმელია, რომელიც, თაღლითთა მტკიცებით, სახელგანთქმული ფალერნული ვენახების მოსავლიდან იყო დამზადებული. შანსი, რომ ამ დაწესებულების სტუმრები ნამდვილი ფალერნული ღვინის გემოს ამოიცნობდნენ, სახლის გვერდით მდებარე მაღაზიაში კონიაკ Napoleon-ის ან ბანგკოკის სტრიპტიზ-კლუბში ნამდვილი შამპანურის ყიდვის შესაძლებლობას უთანაბრდებოდა.
მოგვიანებით, უკვე ჩვ. წ.აღ. XIV საუკუნეში, ჯეფრი ჩოსერი თავის "კენტერბერიულ მოთხრობებში" ერთ-ერთი გმირის პირით ამცნობდა საზოგადოებას იმ პერიოდისთვის გავრცელებულ ესპანურ ღვინოთა ფალსიფიკაციის შესახებ: "შორს დაიჭირე თავი თეთრი და შავი, განსაკუთრებით კი, ესპანური ღვინოებისგან, რომლებიც ფიშ-სტრიტსა და ჩიპსაიდზე იყიდება. მათ რაღაც საოცრებებით აზავებენ მეზობელი რაიონების სხვა ღვინოებთან." 300 წლის შემდეგ კი, როგორც ტიმ ანვინი წიგნში - "ღვინო და ვაზი" მოგვითხრობს, უოლტერ ჩარლტონმა გაამხილა, რა საშუალებებით შეიძლებოდა ლა-როშელისა და კონიაკის დაბალხარისხიანი ღვინო რესპექტაბელურ "რეინულად" გარდაქმნილიყო. ანდა, როგორ შეიძლებოდა ანწლის მარცვლებით უფერული კლერეტისთვის მკვეთრი ფერი და მძაფრი გემო მიენიჭებინათ.
ღვინის გაყალბება დღემდე ძალზე მომგებიან და შემოსავლიან საქმედ ითვლება. მისი დაყოფა პირობითად ორ "ნაწილად" შეიძლება: ორდინარულ და სახელგანთქმულ ფალსიფიცირებულ ღვინოებად.

არ დალიო ღვინო, გერტრუდა...?

2000 წლის ნოემბერში გაყალბებასთან მებრძოლმა იტალიურმა ორგანიზაციამ 9 თაღლითისგან შემდგარი ბანდა აღმოაჩინა. მათ ბრალად ედებოდათ მილიონ ბოთლზე მეტი Chianti-სა და 20 000-მდე - 1994-95 წლების Sassicaia-ს ფალსიფიცირება. ეს ციფრები მხოლოდ ქსელში ჩაშვებამდე დაპატიმრებულ პროდუქციას ასახავს. სინამდვილეში თაღლითური ოპერაციის საერთო მოცულობა გაცილებით მასშტაბური იყო და შესაძლოა, Chianti-ს სახელით გაყიდულ ღვინოთა 10%-ც კი შეედგინა.
ერთი წლით ადრე, კომპანია P&O Ferries აიძულეს ქსელიდან ამოეღო ესპანური ღვინის ბოთლები ყალბი ეტიკეტებით, რომელთაც ორი წლის განმავლობაში საკუთარ გემებზე არსებულ მაღაზიებში ყიდდა. ყველაფრიდან გამომდინარე, ამ საზღვაო სატრანსპორტო კომპანიის არცერთ კლიენტს არ შეუმჩნევია და არ გაუპროტესტებია იაფფასიანი რიოხა, რომელიც სინამდვილეში კიდევ უფრო იაფი ლა-მანჩური ღვინო აღმოჩნდა. ამჯერად ესპანური პოლიციის ბადეს 30 000 ბოთლი და 300 000 ეტიკეტი ამოჰყვა.
2000 წელს სკანდალების სერიამ ბურგუნდიას გადაუარა, 2002-ში კი ბორდოს ჯერი დადგა. თებერვალში ლაფში ამოისვარა ექვსი ყველაზე მსხვილი და საპატიო ღვინით მოვაჭრის სახელი: გაირკვა, რომ ისინი გარეულნი იყვნენ მილიონნახევარ ტონაზე მეტი ყალბი Bordeaux-ის ყიდვა-გაყიდვაში, რომელიც შემდგომში უკანონოდ ერეოდა ლანგედოკ-რუსიიონურ ღვინოს. ადამიანს, რომელიც მათ სამი წლის განმავლობაში ჰყიდდა კასრის ღვინოს, წვრილ მოვაჭრე ჟან ემერს, შეეძლო დაედასტურებინა, რომ უმსხვილესმა ბორდოელმა ნეგოციანტებმაა ზუსტად ისევე ვერ გაარჩიეს სიყალბე რეალობისგან, როგორც ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა. არავის შეუტანია ეჭვი ნაყიდ ღვინოთა ორიგინალობაში და მოსჩვენებია, რომ ღვინო, რომელშიც 2000 წლის ლანგედოკური სირა შედიოდა, ბორდოს ღვინოთა კლასიკური გემოსგან მკვეთრად განსხვავდებოდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა სამხრეთული ღვინო ბორდოს კუპაჟში. ფრანგული კანონებით, ღვინის წარმოშობა ეტიკეტზე მითითებულ ადგილს უნდა შეესაბამებოდეს. ახალ სამყაროში მეღვინეებს შეუძლიათ სხვა მოსავლის, რეგიონის ან ჯიშების მხოლოდ 15%-ის დამატება. მაგრამ ზოგჯერ მათ თავისუფლების ეს ხარისხიც არ აკმაყოფილებთ. ფრედ ფრანზია, ღვინის კალიფორნიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, არასწორი შემადგენლობის ზინფანდელის გაყიდვისთვის რამდენიმე წლის წინათ 500 000 დოლარით დააჯარიმეს. სერიოზულად დასაჯეს ღვინის ახალზელანდიური საწარმო Coopers Creek, რომელიც გაცილებით ნაკლებ სოვინიონ ბლანს შეიცავდა, ვიდრე მითითებული ჰქონდა.
საინტერესოა, რომ მყიდველები სიამოვნებით მიირთმევდნენ ფრანგულ ღვინოს ექვსი წლის განმავლობაში და არ ჩიოდნენ; ახალზელანდიელი მსაჯები კი Sauvignon Blanc-ს ბრმა დეგუსტაციების საფუძველზე პრიზებს ანიჭებდნენ.


ღვინის მეორე სიცოცხლე

თუ ადამიანები, რომლებიც ოქროს ქორწილს აღნიშნავენ, არცკი უკვირდებიან, რა ასხია მათ ბოკლებში, ის, ვის წინაშეც ასწლიანი ღვინის ბოთლი დევს, ჩვეულებრივ, საოცარ მღელვარებას განიცდის. ამ უკანასკნელთ იმის გაფიქრებაც არ უნდათ, რომ სასმელი დასალევადაა განკუთვნილი. ეს ფაქტი კარგად გამოიყენეს თაღლითებმა და გასული საუკუნის ბოლოს დაუჯერებელი რაოდენობით ღვინო "1900" გამოუშვეს.
აუქციონის სახლ Sotheby-ს ღვინის ექსპერტის, სირინა სატკლიფის თქმით, ძველი ღვინოების დამზადებასა და გაყიდვას ჩვენს დროში უზარმაზარი მოგება მოაქვს. თაღლითები, რომლებიც ძირითადად ევროპაში მოღვაწეობენ, ძველ ბოთლებს ყიდულობენ და საეჭვო ხარისხის სითხით ავსებენ. ეტიკეტის მიმსგავსება გაცილებით იოლი საქმეა, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე პრინტერთა შესაძლებლობებს, ძველი საცობების გაყალბება კი განსაკუთრებულ დახელოვნებას მოითხოვს. აი, რით აიხსნება ფალსიფიკატორთა ჩანაფიქრი, რომელნიც ამჯობინებენ გასაყიდად გამოიტანონ ძველი ბოთლები, რომელნიც ცოტა ხნის წინათ "ხელმეორედ დაიბეჭდა".
რასაკვირველია, არსებობს ძველი კლერეტები, რომელთაც ნაკლულ სითხეს ამატებს და შემდეგ ხელახლა ბეჭდავს იმავე შატოს უფროსი მეღვინე, სადაც იგი დაამზადეს, თუმცა, ეს გამონაკლისია წესიდან. საილუსტრაციოდ ბელგიური წარმოშობის ბორდოელი ნეგოციანტის, ჰალედ რუაბის მაგალითი გამოდგება, რომელიც ყოველგვარი წესების დარღვევით ძველ ბოთლებში ახალგაზრდა ღვინოს ასხამდა. მან 360-მდე ბოთლი შეასაღა მყიდველებს და არავინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა მისი ქცევა, რომ არა პარიზელი ფრანსუა მანო, რომელმაც 108 ბოთლში 70 000 დოლარი გადაიხადა, ისე, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. სასამართლო პროცესზე რუაბის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაურღვევია კლასიკური ბორდოული რეკონსტრუქციის წესები, თუმცა სპეციალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბოთლებში მოთავსებული სითხე 50 წელს არ აღემატებოდა. ამის შემდეგ სასამართლო საქმის პიკანტურ დეტალებს საფუძვლიანად ჩაუღრმავდა. სხვათა შორის, რუაბის ბიზნეს-პარტნიორი სწორედ ის ბატონი ემერი იყო, რომელიც ბორდოში ლანგედოკურ ღვინოებს ყიდდა.

ღვინო, რომელიც არასოდეს ყოფილა

ერთხელ ერთმა ამერიკელმა, რომელიც Domaine de la Romanée-Conti-ს ესტუმრა, გადაწყვიტა თავი ადგილობრივი ღვინოების კარგი ცოდნით გამოეჩინა. - განსაკუთრებით მომეწონა 1949 წლის Romanée-Conti - თქვა მან. - საინტერესოა, სად ნახეთ ეს ბოთლი? - იკითხა მამულის ერთ-ერთმა მმართველმა, ლალუ ბიზ-ლერუამ. - ერთ-ერთ წვრილ ვაჭართან, რომელმაც მისი ნამდვილი ფასი არ იცოდა, - იყო პასუხი. მაშინ ბიზ-ლერუამ მიუგო, რომ ასეთი Romanie-Conti უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. 1945 წლის შემდეგ მამულში ვაზის უკანასკნელი ძირებიც ამოძირკვეს, რომელიც ფილოქსერამ დააზიანა. შემდეგი Romanée-Conti მხოლოდ 1952 წელს გამოვიდა. ცხადი იყო, რომ ამერიკელს გაყალბებული ღვინო შეასაღეს.
ეს საუბარი 20 წლის წინათ შედგა. რამდენიმე წლის წინათ კი ყველაზე ცნობილი აზიელი ღვინის სპეციალისტი დოქტორი იონგი სინგაპურში სადილობდა, სადაც მას სიამაყით შესთავაზეს Chateau Pétrus 1949. მდიდარმა მასპინძელმა იგი ლონდონელ ვაჭართან შეიძინა და ბედნიერი იყო, რომ საშუალება ეძლეოდა ასეთ საპატიო სტუმარს გამასპინძლებოდა. თუმცა, შეისუნთქა თუ არა ღვინის არომატი, დოქტორმა იონგმა იგრძნო, რომ რაღაც კარგად არ იყო. რა სასიამოვნო სასმელიც უნდა ყოფილიყო ბოკალში, მას არაფერი ჰქონდა საერთო Pétrus 1949-თან. უფრო დაკვირვებით შეისწავლა ეტიკეტი და დარწმუნდა, რომ ღვინო ყალბი იყო.
მზაობა იმისა, რომ სააშკარაოზე გამოიტანონ გაყალბებული სასმელები, პროფესიონალებსაც და მოყვარულებსაც თანაბრად აქვთ. სირინა სატკიფის თქმით, ამერიკასა და აზიაში უამრავი სარდაფია, სადაც ბევრი საინტერესო რამ ინახება. მაგალითად, ბოთლები შესანიშნავი ეტიკეტებით, რომელთა შიგთავსი აბსოლუტურად არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
"მე ვვარაუდობ, რომ 1999 წელს გაიყიდა 1949 წლის საუკეთესო შატოთა მეტი ვინტაჟური ბორდო, ვიდრე ის საერთოდ იყო შექმნილი" - აღნიშნავს იგი.

ვინ უშველის ჩაძირულებს?

ბუნებრივია, ამგვარ საქმიანობას ღვინის კანონმდებლობის სხვადასხვაგვარი ფორმა, რომელიც ბოლო ასწლეულში ევროპასა და ახალი სამყაროს ქვეყნებში შემოიღეს, უკანონოდ მიიჩნევდა. თუმცა, იმ სკანდალთა გრძელი ჩამონათვალი, რომლებიც ბოლო ოც წელიწადში თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანას შეეხო, გვიჩვენებს, რომ ჯერ არ გამოუგონებიათ მექანიზმი, რომელიც სრული გაუყალბებლობის გარანტიას მოგცემთ.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ Chateau Margaux-ს ქმედება, რომელმაც ხმაური ატეხა, როდესაც აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ბოთლში 1900 წლის ღვინო 1995 წლის სასმელთან იყო შერეული და ამასთან, აღწერილი, როგორც "რეკონსტრუირებული." მაგრამ ბორდოს სხვა შატოებმა, ბატონი მანოს თქმით, სირაქლემას პოზიცია დაიჭირეს, ნაცვლად იმისა, რომ გამყალბებელთათვის პასუხი მოეთხოვათ. ასევე მოიქცა ბევრი სხვა შატოც, რომელნიც სიხარულით ადევნებდნენ თვალს, როგორ კატასტროფულად იზრდებოდა მათი პროდუქციის ფასები და თითიც არ გაუნძრევიათ საკუთარი პროდუქტისა და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. მათ ნამდვილად არ აწყენდათ ავსტრალიაში BRL Hardy-ს ოფისების სტუმრობა. სადაც ნახავდნენ, როგორ იცავენ ამ კომპანიის წარმომადგენლები გაყალბებისგან საკუთარ პროდუქტს: წითელი Eileen Hardy ისხმება ბოთლებში, რომლებზეც აკრავენ სპეციალურად მელნით დაბეჭდილ ეტიკეტებს. ეს მელანი შეიცავს 125 წლის წინათ ავსტრალიაში გამოშვებული ღვინის მოლეკულის დნმ-ს. შემდგომში მისი აღმოჩენა სპეციალური სკანერითაა შესაძლებელი, რაც ძალზე მარტივად დაამტკიცებს ღვინის ორიგინალობას.

როგორ აღმოვაჩინოთ გაყალბება?

საშუალებები, რომლებიც გარანტირებულად აღმოგაჩენინებთ გაყალბებას, რეალურად არ არსებობს, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია შესაძლოა გამოგადგეთ;

*ღვინო მხოლოდ ცნობილ, კარგი რეპუტაციის მქონე გამყიდველებთან შეიძინეთ, რომელთაც ენდობით. მართალია, ფალსიფიკაციისგან არც ამ შემთხვევაში ხართ დაზღვეული, მაგრამ მეტი შანსია, რომ ზარალი აგინაზღაურონ. თუ ღვინოს აუქციონზე ყიდულობთ, გახსოვდეთ, რომ სააუქციონო სახლი ჩაქუჩის მესამე დარტყმის შემდეგ მასზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის.

*აუცილებლად ჩაატარეთ საკუთარი გამოძიება. ძველი ავტომობილების მყიდველები ყოველთვის ამოწმებენ, ხომ არ არის მასზე ახალი საღებავის კვალი; შეესაბამება თუ არა ავტომობილის გარბენი მის რეალურ მდგომარეობას? ასევე, თქვენც, აუცილებლად იკითხეთ, სად და როდის შეიძინეს კონკრეტული სასმელი? სად და როგორ პირობებში ინახებოდა? როგორ გამოიყურება ეტიკეტი და კაფსულა?

*იმ შემთხვევაში, თუ ლაპარაკია ბოთლის ხელმეორე დალუქვაზე, გაარკვიეთ, არსებობს თუ არა ამის დამადასტურებელი საბუთები, მოითხოვეთ იმის დამტკიცებაც, ვინ და რა პირობებში მოახდინა ეს პროცესი?

*თუ ღვინო ზემოთჩამოთვლილ პუნქტებს დააკმაყოფილებს, შეამოწმეთ საცობი - არის თუ არა იგი საკმარისად ძველი? რამდენად ორიგინალურია მასზე გამოსახული დამღა? როგორია ღვინის ფერი და შეესაბამება თუ არა სასმელის გემო თქვენს მოლოდინს?

*შედეგების შეჯამებისას ბოლო და მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მათ, ვინც ძველი ღვინის შეძენას გეგმავს - აუცილებლად ეწვიეთ რამდენიმე ისეთ დეგუსტაციას, როგორსაც მართავენ ინგლისელი მოვაჭრეები - Lay&Wheeler, Bibendum და la Vignerone და სთხოვეთ, მოგცენ საცობებისთვის თვალის შევლების საშუალება.
© „მარანი“

Friday, 22 February 2008

მსოფლიოს ყველაზე ძნელად საშოვნელი ღვინოები


Bryant Family Vineyard 2004
Napa, Calif.
Cabernet Sauvignon
ჩამოისხა: 600 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $285


დონ ბრაიანტმა სულ რაღაც 15 წლის წინ წამოიწყო საქმიანობა და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კაბერნეს წურავს. არადა თავის დროზე მან არაფერი იცოდა მეღვინეობის შესახებ. პირველი პარტია 1992 წელს ჩამოასხა და სულ რაღაც 36 დოლარად გაყიდა. 2004 წლის ამ კაბერნეს ხელში ჩაგდებისთვის ამჟამად 7000 კაცი ეცილება ერთმანეთს.

Chateau Le Pin 2004
Bordeaux, France
Merlot
ჩამოისხა: 500 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $583


Chateau Le Pin ე.წ. გარაჟული ღვინის კვინტესენციაა. სტილით იგი უფრო კალიფორნიულია, ვიდრე ტრადიციული ბორდოსი. მდიდარი ღვინოა, მწიფე ხილის არომატებითა და ალკოჰოლის მაღალი შემცველობით.

Colgin, Tychson Hill Vineyard 2003
Napa, Calif.
Cabernet Sauvignon
ჩამოისხა: 240 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $250


Tychson Hill-ის ვენახი Colgin-ის ნამდვილი მშვენებაა (მეორე ასეთი სიამაყე, Herb Lamb-ის ვენახია), რომელიც სულ რაღაც 2.5 აკრზეა გაშენებული. ღვინო ძალზე სხეულიანი და კონცენტრირებული გამოდის. კარგად ინახება, თუმცა მსუბუქი, ხავერდოვანი ტანინების გამო ახალგაზრდაც საოცრად დახვეწილია.

Corton Charlemagne 2004, Coche-Dury
Chardonnay
Burgundy, France
ჩამოისხა: 30 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $600-$800


ზოგის აზრით Coche-Dury ბურგუნდიის ყველაზე წარმატებული და მოდური მწარმოებელია. Corton Charlemagne ძალზე კომპლექსური ღვინოა ინტენსიური ტონებით, უფრო მეტად, ვიდრე ამ ვენახში მოყვანილი ყურძნისგან დაწურული სხვა დასახელებები.

Harlan Estates 2002
Predominantly Cabernet Sauvignon
Napa, Calif.
ჩამოისხა: 1,400 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $350-$400


ბილ ჰარლანი ცხრა წელი ელოდა, სანამ პირველ მოსავალს მიიღებდა. ასეთი მოთმინება ნამდვილად დაუფასდა მეღვინეს, რადგან დღეს Harlan Estates სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და უძვირფასეს ღვინოდ.

Henschke Hill of Grace 2001
Shiraz
Australia
ჩამოისხა: 400 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $400


ავსტრალიის ყველაზე სახელოვანი ღვინოა, რომელიც ძალზე ასაკოვანი ვაზიდან მოწეული ყურძნიდან დაიწურა. 140 წლის ვენახი მცირე მოსავლიანობით გამოირჩევა, მაგრამ თითოეული კუმპალი წვნიანი და სურნელოვანია. მისგან უიშვიათესი ღვინო დგება.

Krug, Clos du Mesnil 1996
Champagne, France
Chardonnay
ჩამოისხა: 1095 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $750


შარდონეს ჯიშის ყურძენი, საიდანაც მსოფლიოს უიშვიათეს და უძვირეს შამპანურს ამზადებენ, 1698 წელს გაშენებულ პატარა ვენახში მოჰყავთ, შამპანის მხარეში, Mesnil-sur-Oger-ის შუაგულში (ამ სოფელს სწორედ შარდონემ გაუთქვა სახელი).

Musigney 2004, Domaine Georges Roumier
Pinot Noir
Burgundy France
ჩამოისხა: 400 ბოთლი
ერთი ბოთლის ფასი: $425


კრისტოფერ რუმიე, მეურნეობის დაამაარსებლის შვილიშვილია და ისიც, ბაბუამისივით კლასიკურ, ტანინიან ღვინოებს აყენებს. ინახება ათწლეულების მანძილზე და ზოგი სპეციალისტის აზრით, ღვინო კი არა, განძია.

Romanée-Conti 2003, Domaine de la Romanée Conti
Pinot Noir
Burgundy, France
ჩამოისხა: 200 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $2,500


ამ ღვინის ხარისხზე და მნიშვნელობაზე ფასის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ. დღეს აღარავინ დაობს იმის შესახებ, რომ Romanée-Conti ბურგუნდიის (და შესაძლოა, მსოფლიოსიც) საუკეთესო მეურნეობაა. ღვინო ძალზე ღრმა და ინტენსიურია, წარმოუდგენელი პოტენციალით.

Screaming Eagle 2003
Napa, Calif.
Cabernet Sauvignon
ჩამოისხა: 650 ყუთი
ერთი ბოთლის ფასი: $500


ეს ღვინო ქალმა შექმნა, ჯინ ფილიპსმა და მისმა სახელგანთქმულმა მეღვინემ, ჰაიდი ბარეტმა. ფილიპსმა გასულ წელს თავისი ბიზნესი ჩარლზ ბენქსსა და სტენლი კრენკეს მიჰყიდა. Screaming Eagle მსოფლიოს უიშვიათეს და უძვირფასეს ღვინოდ ითვლება.

© „მარანი“

Thursday, 14 February 2008

წმინდა ღვინო


იტალიელთა სადღესასწაულო სუფრას ყოველთვის ამშვენებდა ჩამიჩის ღვინო. ისეთ მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალებზე, როგორიცაა ნათლობა, კონფირმაცია, ჯვრისწერა - სტუმრებს აუცილებლად ჩამიჩის ღვინით უმასპინძლდებოდნენ. ალბათ, მომენტის იდუმალების ხაზგასასმელად: "ვინსანტო" ხომ სიტყვასიტყვით "წმინდა ღვინოს" ნიშნავს. ეს უძვირფასესი და საკმაოდ იშვიათი სასმელი წარსულში გარკვეული კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, რადგან მისი წარმოება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ასეა დღესაც. მის დაძველებას არაერთი წელიწადი სჭირდება, თუმცა, ამის მიუხედავად, იტალიაში იშვიათად მოიძებნება გლეხი, სხვენში რამდენიმე კასრი ჩამიჩის ღვინო რომ არ ჰქონდეს. XIX საუკუნეში ვინსანტოს თითქმის ყველა გლეხი აყენებდა.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ ხარჯავდა გლეხი ამდენ ენერგიას და ფულს ისეთ ღვინოზე, რომელსაც არასოდეს გაყიდდა. პასუხი მარტივია: ტოსკანაში ვინსანტოს სტუმართმოყვარეობის სინონიმად მიიჩნევდნენ. თუ გლეხს საკუჭნაოში "ფიასკო" ან ჩვეულებრივი ჩამიჩის ღვინის ბოთლი მაინც არ ჰქონდა გადანახული, ან სიღარიბის ზღვარზე იმყოფებოდა, ან სტუმარმასპინძლობის კანონები არ იცოდა (რაც ნაკლებსავარაუდო იყო).
ნებისმიერი სტუმრისთვის ჭიქა ღვინის შეთავაზება მასპინძლისთვის საამაყოდ ითვლებოდა და მის კეთილდღეობაზე მეტყველებდა. იტალიელები ამ ღვინით მნიშნელოვან დღესასწაულებს აღნიშნავდნენ. ძველი ანდაზა ამბობს, ვიდრე გზას დაადგები, ცოტაოდენი ჩამიჩის ღვინო იგემეო. და მართლაც, გლეხები დილაობით თითო ყლუპს სვამდნენ და მძიმე სამუშაო დღის წინ ძალებს იკრებდნენ. თუცა, მხოლოდ კაცები არა. "ყოველ დილით, სამუშაოდ წასვლამდე, აუცილებლად გეახლებით ერთ უმ კვერცხს და ჭიქა ვინსანტოს, მხოლოდ ამის შემდეგ გავდივარ სახლიდან" - ეს სიტყვები ქალს ეკუთვნის, რაც ადასტურებს, რომ ეს ღვინო ქალბატონებშიც ძალზე პოპულარული იყო.
ჩამიჩის ღვინის მისაღებად მთელი რიგი პროცედურებია ჩასატარებელი: თავდაპირველად მტევნებს ლერწმის სპეციალურ წნულებზე ათავსებენ, ამასთან, ისინი ახლო-ახლოს არ უნდა იდოს, რათა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს. იტალიისა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში ყურძენს გამოსაშრობად ჩალაზე შლიან, ამიტომ ამ ღვინოს "ჩალისას" უწოდებენ (ფრანგულად vin de paille). არის კიდევ ერთი - "შპალერის" მეთოდი: ყურძენს ხის ან ლითონის ცხაურებზე კიდებენ. მტევნებს შორის თავისუფალი სივრცის დატოვება ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
მარცვლის გამოსაშრობად ჰაერს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ შენობა, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს, დღისით უნდა ნიავდებოდეს, ფანჯრები კი მწერების საწინააღმდეგო ბადით დაცული. ღამით და ცუდ ამინდში ფანჯრები აუცილებლად უნდა იკეტებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭარბი ნესტი მარცვლის ლპობას გამოიწვევს. შენობაში, რომელიც მშრალია და კარგად ნიავდება, მარცვლიდან ინტენსიურად ორთქლდება ტენი, რაც შაქროვანი ნივთიერებების კონცენტრაციას უწყობს ხელს.
ყურძნის გამოშრობის ხანგრძლივობას თითოეული მეღვინე თავად განსაზღვრავს. ჯაკომო ტაკისი ამტკიცებს, რომ ეს პერიოდი შესაძლოა 20 დღიდან 6 თვემდე გაგრძელდეს. ეს პროცესი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა: მარცვლის მდგომარეობა მოკრეფის მომენტისთვის (კანის სისქე, სიმკვრივე); შენობის ტემპერატურა და ვენტილაცია; მტევნების გამოშრობის მეთოდი (წნულებზე, შპალერზე, ჩალაზე); ამინდი; მარცვლის ქიმიური შემადგენლობა, განსაკუთრებით ეს ეხება ყურძნის თავდაპირველ შაქრიანობას და მჟავიანობას; ჩამიჩის ღვინის ტიპი (მშრალი, ნახევრადმშრალი, ტკბილი); ცხადია, რაც მეტ ტენს დაკარგავს მარცვალი, მით მეტი იქნება მისი შაქრიანობა. ჯაკომო ტაკისის აზრით, ნახევრადმშრალი ჩამიჩის ღვინის მისაღებად აუცილებელია მარცვლის გამოშრობა დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ტკბილის - თებერვალ-მარტამდე. პროცენტულად ტკბილი ჩამიჩის ღვინის მისაღებად შაქრიანობის ხარისხი 30-40%-ს უნდა აღწევდეს, მშრალისთვის კი 27-28%-იც საკმარისია.
გამოშრობის პროცესში "არაკეთილშობილი" ობით დაავადებულ მტევნებს ყრიან, "კეთილშობილი" ობი, ანუ ბოტრიტისი კი პირიქით, მაღალი ხარისხის ჩამიჩის ღვინისთვის ძალიან კარგია. ობის სპორები მარცვლის კანში აღწევს და ხელს უწყობს ტენის აორთქლებას, ამასთან, მჟავიანობას აქვეითებს. ანუ, ამ კომპონენტთა ჰარმონიულ კომპლექსს უზრულველყოფს. ისეთი ღვინოებისთვის, როგორიცაა სოტერნები, ბოტრიტისი შეუცვლელი მოკავშირეა, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ განსაკუთრებული, დამახასიათებელი არომატის მიღება, რითაც ისინია სახელგანთქმული. იმისათვის, რომ ბოტრიტისი წარმოიქმნას, შენობაში, სადაც ყურძენი შრება, გარკვეული მიკროკლიმატი უნდა არსებობდეს, რისთვისაც პირობები პერიოდულად იცვლება: სითბოს ნესტი ენაცვლება, ქარს - სიმშრალე. მარცვლის კეთილშობილი ობით დაავადება ჩამიჩის ღვინის ხარისხს მნიშვნელოვნად ამაღლებს. ასეთი წელი მეღვინეებისთვის იღბლიანად ითვლება.
გამოშრობის პროცესის დასასრულს სითხის აორთქლების ხარჯზე მტევნები წონაში საგრძნობლად იკლებს. 20-იან წლებში იტალიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ნოემბრის ბოლოსთვის კლება 15-20%-ია, დეკემბრის ბოლოს - 20-25%, თებერვლის ბოლოსთვის კი 30-35%. ჯაკომო ტაკისის აზით, მარცვლის წონა სამკვირიანი გამოშრობის შემდეგ 26-30%-ით იკლებს, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ კი 40-42%-საც აღწევს. ეს ნიშნავს, რომ თუ მალვაზიის ჯიშის ცენტნერი ყურძნისგან 61 ლიტრი დურდო მიიღება, ერთი ცენტნერი ამავე ყურძნისგან, რომელიც 20 დღის განმავლობაში შრებოდა, მხოლოდ 52 ლიტრს მივიღებთ.
კიანტის ღვინოთა კონსორციუმის დირექტორმა, პაოლო ლაცერიმ, თავის მხრივ, ჩაატარა გამოკვლევა, რომლის თანახმადაც ერთი ცენტნერი ყურძნისგან სამი წლის დაძველების შემდეგ მხოლოდ 25 ლიტრი ჩამიჩის ღვინო მიიღება.
აი, რატომ არის კომერციულ ქსელში ეს ნექტარი ასეთი ძვირი. მისი დამზადება საკმაოდ შრომატევადია: უნდა გადაირჩეს მტევნები, მოშორდეს დამპალი მარცვალი, შენობაში შეიქმნას გარკვეული პირობები. ამას ემატება ისიც, რომ გამოშრობისას მარცვალი წონაში იკლებს. თუმცა, დანაკარგი მხოლოდ ამით არ სრულდება - ღვინის გარკვეული რაოდენობა კასრებიდანაც ორთქლდება. შედეგად, მეღვინეს ამ ღვინის წარმოება ძალიან ძვირი უჯდება, როგორც დახარჯული შრომის, ასევე მატერიალური თვალსაზისით. თუმცა, შესაძლოა, სწორედ ამ სირთულეში იმალება ჩამიჩის ღვინის ხიბლი.


წარმოების ტექნოლოგია და დაძველება

"მარცვალი მაშინ უნდა გადაირჩეს, როდესაც ძალზე შაქრიანი წვენის მოსაცემად მზადაა. მტევნებზე მხოლოდ კარგ მარცვალს ტოვებენ, ობიან, დაუმწიფებელ ან მწერისგან გამოჭმულს კი აშორებენ. ამის შემდეგ დარჩენილ მარცვალს ჭყლეტენ და ძლიერად წნეხავენ" - ასეთი იყო ვინსანტოს დამზადების ტექნოლოგია ძველად. უნდა ითქვას, რომ იგი არსებითად არ განსხვავდება თანამედროვე ტექნოლოგიებისგან.
პირველი ოპერაცია გაფუჭებული მარცვლის მოცილებას გულისხმობს. ამის შემდეგ უკვე დარჩენილი ნაწილი იმარცვლება და იწნეხება. თუმცა, ყველა მეღვინე მტევანს და მარცვალს არ აცალკევებს, ღვინის საწარმოებში კი კარგა ხანია დაივიწყეს ტრადიციული ხელის წნეხი "სტრეტოიო" და ამ ოპერაციას სპეციალური რბილი წნეხვის დანადგარებით აწარმოებენ.
დაჩამიჩებული ყურძნის წნეხვის შედეგად მუქი ფერის ძალზე სქელი სითხე მიიღება, რომელშიც ბევრი მინარევი და წიპწაა. ამიტომ, ვიდრე ამ მასას კასრში ჩაასხამენ, ფილტრავენ და მცირე ხნით აჩერებენ, რათა დაიწმინდოს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დურდოს ჩასხმა "კარატელოში," ანუ კასრში. ტოსკანაში კასრს წაბლის ან ჩვეულებრივი მუხისგან ამზადებდნენ. "კარატელო"-ში 70-დან 150 ლიტრამდე ღვინო ჩადის. დღეს ბევრი მეღვინე ფრანგულ ბარიკებს არჩევს, რომელთა მოცულობა 205-225 ლიტრია. ასეთი კასრების დასამზადებლად ქვის მუხას იყენებენ, რომლის უპირატესობა გამოცდილებამ დაადასტურა. რა ჯიშის ხისგანაც უნდა მზადდებოდეს კასრი, იგი მეტნაკლებად გადასცემს ღვინოს ზოგიერთ თვისებას. ვინსანტოც განსაკუთრებულ არომატს იძენს იმის მიხედვით, რომელი ხისგანაა დაამზადებული კასრი - წაბლის, ჩვეულებრივი თუ ქვის მუხისგან.
თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი ტრადიცია - კასრი არ უნდა იყოს მთლად ახალი. ასეთი ჭურჭელი საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ღვინის არომატზე და შესაძლოა მას ხის გემო მისცეს.
ახალი კასრის გამოყენება მხოლოდ დურდოს პირველადი დადუღებისთვის შეიძლება, დასაძველებლად კი ძველი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გამოყენებული ჭურჭელი უნდა ავიღოთ. ასეთ კასრებში, მას შემდეგ, რაც იქედან ჩამიჩის ღვინოს ბოთლებში ჩამოსასხმელად გადაასხამენ, ნახევრადმყარი ნალექი რჩება, რომელიც ღვინის ქვისაგან შედგება. ტოსკანაში მას ნალექის დედას ეძახიან. ჯაკომო ტაკისი მას ასე განსაზღვრავს: "ნალექის დედა მიკროფლორის კომპლექსია, რომელიც მხოლოდ საფუარის თვისებებს კი არა, სხვადასხვა ნივთიერებას, მიკროორგანიზმების მთელ ნაკრებს შეიცავს". სხვაგვარად, ნალექის დედა საფუარის კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს დუღილის პროცესს. ნალექის დედას სხვა ფუნქციაც აქვს - საბოლოო პროდუქტს, ანუ ღვინოს წინა წლების მოსავლისთვის დამახასიათებელ მთელ რიგ თვისებებსაც გადასცემს.
ბუნებრივია, ნალექის დედას კასრში მხოლოდ იმ პირობით ტოვებენ, თუ ამ კასრში ჩამიჩის ღვინო საუკეთესო ხარისხის აღმოჩნდება. სხვა შემთხვევაში მას აშორებენ და სხვა კასრებიდან ამოღებული ნალექით ცვლიან. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა კასრში დაძველებული ერთი მოსავლის ღვინო აბსოლუტურად ერთნაირი არ არის, ამიტომ, საბოლოო პროდუქტის თვისებათა დასაბალანსებლად ჩამოსხმისას კუპაჟირებას მიმართავენ.
კასრში ჩასხმისას ჭურჭელს დურდოთი ბოლომდე არ ავსებენ, მოცულობის 15-20%-ს ცარიელს ტოვებენ, რათა დუღილის პროცესში წარმოქმნილი გოგირდოვანი ანჰიდრიდი გამოვიდეს. თავსახურს გამდნარი გოგირდით ბეჭდავენ, წარმოქმნილი გაზების მოსაშორებლად კი ცილინდის ფორმის ხის საცობს პერიოდულად ხსნიან.
დუღილის დროს ყურძენში არსებული შაქარი იშლება და გარკვეული ფერმენტების შემცველობაში არსებული მიკროორგანიზმების მეშვეობით ეთილის სპირტად იქცევა. დურდოს დუღილის პროცესი შემოდგომის დასაწყისში იწყება და ზამთრის განმავლობაში გრძელდება, როდესაც საკმარისად გრილა. სხვენში, სადაც ჩამიჩის ღვინოს ინახავენ, ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, ამიტომ ფერმენტაციის პროცესი ნელა და თანდათანობით მიმდინარეობს. დათბობასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს და სასმელი გაცილებით ინტენსიურ დუღილს იწყებს. გამოიყოფა გოგირდოვანი ანჰიდრიდი. ზაფხულში სხვენზე ცხელა, ანჰიდრიდი ავსებს კასრის მთელ თავისუფალ სივრცეს და ამგვარად, დუღილსაც აჩერებს, იმდენად, რამდენადაც ეს პროცესი ჟანგბადის გარეშე არ მიმდინარეობს.
რასაკვირველია, კასრში ჟანგბადის მინიმალური ოდენობა მაინც აღწევს, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ, რომ შემდეგ შემოდგომამდე, როდესაც ტემპერატურა ისევ ეცემა, დუღილი არ მიმდინარეობს. ასეთია სხვენის როლი ჩამიჩის ღვინის დაძველებისა და მისი სახასიათო ბუკეტის ფორმირებაში.
"ტოსკანურ ჩამიჩის ღვინოს ჩვენი ქვეყნის სხვა ღვინოებისგან განასხვავებს ის, რომ კასრები ინახება სხვენში, სადაც ზამთარში ძალიან ცივა, ზაფხულში კი - ცხელა. სწორედ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მოქმედებს დურდოს დუღილის პროცესზე" - წერდა თავის მეღვინეობის ლექსიკონში ჯუზეპე კუზმანო. გარდა ამისა, ეთილის სპირიტი, რომელიც შაქრის გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება, თანდათანობით აფერხებს საფუარის მოქმედებას. ამ შემთხვევაშიც ტემპერატურა გადამწყვეტ როლს თამაშობს: რაც უფრო მაღალია იგი, მით მეტია სპირტის შემაკავებელი მოქმედება. ასე მონაცვლეობს ღვინის დუღილისა და მისი შეფერხების პროცესი მანამ, ვიდრე ჩამიჩის ღვინო სტაბილურ ხასიათს არ მიიღებს.
კასრიდან ღვინის გარკვეული რაოდენობა ხის ფორების მეშვეობით ორთლქდება, რაც მისი რაოდენობის კლებას განაპირობებს. ეს პროცესი განსაკუთრებით საგრძნობია ზაფხულობით, როდესაც ცხელა. დანაკარგის შესამცირებლად სასურველია გამოიყენოთ ქვის მუხისგან დამზადებული კასრები, რომელიც სხვა ჯიშის მასალაზე ნაკლებფორებიანია. რაც უფრო ძველია კასრი, მით ნაკლებად ხდება მასში ღვინის აორთქლება, რადგან სხვადასხვა სახის ნადები დროთა განმავლობაში ხის ფორებს ახშობს. ჯაკომო ტაკისის გამოცდილებით, ასლიტრიან კასრში წლიური დანაკარგი 10-13 ლიტრია. ამ ციფრის შემცირება შესაძლებელია, თუ კასრი საკმარისად სქელი სალტეებისგან არის შეკრული და გრილ სარდაფში ინახება.
როგორც წესი, ვინსანტოს კასრში მინიმუმ 3, მაქსიმუმ რვა წელს აძველებენ. ამ პერიოდში ღვინო ერთი-ორჯერ სხვა კასრში გადააქვთ, შემდეგ უკან აბრუნებენ. რაც შეეხება ღვინის გადასხმას, აქ ტექნიკური სპეციალისტებისა და მეღვინეების აზრი იყოფა. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამ პროცესში ნალექის დედა იკარგება. სხვათა აზრით კი ამ ნალექთან კონტაქტი ჩამიჩის ღვინისთვის საზიანოა, რადგან სასმელს ხშირად არასასიამოვნო არომატიც გადაეცემა. გადავიღოთ ღვინო თუ არ გადავიღოთ - ეს მხოლოდ ერთი საკითხია, რომელიც ვინსანტოს მრავალფეროვნებას და თავისებურებებს განაპირობებს.
ყურძნის ჯიშების შერჩევა და მათი პროპორცია კუპაჟირებისას; მარცვლის გამოშრობის ხანგრძლივობა და მისი დაწნეხვა ჩენჩოთი თუ მის გარეშე; პირობები, რომლებიც ღვინის შესანახ შენობაშია, კასრისთვის ხის მასალის შერჩევა და დაძველების ხანგრძლივობა - ყველა ამ ფაქტორის ურთიერთქმედება მეტ-ნაკლებად განაპირობებს ღვინის ხარისხს და, აქედან გამომდინარე, მასზე მოთხოვნას. ამას გარდა, სხვადასხვა წლის მოსავალი ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომაც გამოირჩევა ჩამიჩის ღვინის თითოეული პარტია საკუთარი მახასიათებლებით.
როდესაც ჩამიჩის ღვინო ჩამოსასხმელად მზად არის, მას წინასწარ ფილტრავენ, რათა მოაცილონ ნარჩენი ორგანული ნივთიერებები, რომლებიც სასმელს მღვრიე ფერს აძლევს. ამ დელიკატურ პროცესს ამჟამად თანამედროვე ფილტრებით ახორციელებენ, ადრე კი ტრადიციულად, თხელ წინდაში ფილტრავდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ ინაცვლებს ღვინოს ბოთლში.
ახლა, როდესაც თავიდან ბოლომდე გაეცანით "ვინსანტოს" წარმოების პროცესს, თქვენი მხრიდან გულუბრყვილობა იქნება, ეს სასმელი რამდენიმე ევროდ ეძებოთ. ერთადერთი, რასაც მისი ყიდვისას გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეტიკეტი, რათა მასზე არ იყოს წარწერა vino liquoroso, ანუ ლიქიორისებრი ღვინო. ეს ნიშნავს, რომ მოცემული პროდუქტი ეთილის სპირტისა და კონცენტრირებული დურდოს დამატებითაა მიღებული და მას "ვინსანტოსთან" საერთო არაფერი აქვს. ეს სხვაობა ფასშიც იგრძნობა: ლიქიორისებრი ღვინო ნამდვილ ვინსანტოზე ათჯერ იაფია.

© „მარანი“

Thursday, 31 January 2008

მსოფლიოს უძვირესი სასმელები


შამპანური - Perrier Jouet Belle Epoque Blanc de Blanc, მზადდება განსაკუთრებული ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოჰყავთ Côtes des Blancs-ის ვენახის ორად ორ პატარა ნაკვეთზე. შამპანურის დასამზადებლად ყურძნის განსაკუთრებული მოსავალია საჭირო. სასმელის ერთი ბოთლი (0,75 ლიტრი) დაახლოებით ათასი ევრო ღირს.
ვისკი - The Macallan Fine&Rare Vintage, 60 წლიანი დაძველების, ჩამოსხმული 1926 წელს. მას ვერანაირ თანხად ვერ შეიძენთ, თუმცა ფასი ცნობილია: 38 ათასი დოლარი. თუ ზედმეტი 10 ათასი არ დაგენანებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ ამ სანუკვარი სასმელის ანალოგი, 1938 წელს გამოშვებული Macallan Fine&Rare.
კონიაკი - L’Art de Martell, კონიაკის სახლ Martell-ის და დიზაინერ ტიერი ლეკულის ერთობლივი შედევრი. 1997 წელს გამოუშვეს ამ კონიაკის 1997 ღვლარჭნილი ფლაკონი.
რომი - ეს სასმელი ბოთლებში 1940 წელს ჩამოასხა იამაიკურმა კომპანიამ Wray&Nephew. დღესდღეობით მისი მხოლოდ ოთხი ჭურჭელიღა არსებობს, თითოეული მათგანი 53 ათას დოლარად არის შეფასებული. ამ რომით აზავებენ ცნობილ კოქტეილ Mai Tai-ს, რომლის ფასიც დღითი დღე იზრდება.
კოქტეილი - Diamonds-Are-Forever. მიუხედავად იმისა, რომ იგი არცთუ იშვიათი ინგრედიენტებისგან მზადდება, დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილია. ერთი ბოკალი 11 ათასი ევრო ღირს. საქმე იმაშია, რომ ტრადიციული ზეთისხილის ნაცვლად მასში გამოიყენება 1,6 კარატიანი ალმასი. ეს ალკოიუველირული სასწაული შეგიძლიათ ტოკიოს რესტორან რიც-კარლტონში შეუკვეთოთ.
ლუდი - ბელგიური Vieille Bon Secours. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ ლონდონის ბარში Bierdrome. ბოთლი დაახლოებით ათასი დოლარი ღირს, 1 პინტს 79 დოლარად დაგისხამენ.
ტეკილა - ყველაზე ძვირიანი ტეკილა, დამზადებული კომპანია Tequila Ley. 925-ის მიერ, 2006 წელს გაიყიდა 225 ათას დოლარად. მყიდველმა ვინაობა არ გაამხილა. ეს რეკორდი გინესის წიგნშია დაფიქსირებული. ახლა კომპანია Tequila Ley. 925 აპირებს მოხსნას თავისივე რეკორდი და მსურველებს ტეკილას ერთ ბოთლს 1 მილიონ ევროდ სთავაზობს. 1,2 ლიტრიანი ხელნაკეთი ბოთლი დაფარულია სუფთა ვერცხლის 18 მიკრონიანი ფენით და შემკულია პლატინით და ექვსი ათასი ბრილიანტით. სასმელში 3, 6 და 9-წლიანი დავარგების სახეობებია შერეული. გაყიდვადან შემოსული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.
არაყი - Diva დამზადებულია შოტლანდიელი ოსტატების მიერ ყველა წესის დაცვით. სტანდარტული ბოთლი შემკულია კუბის ფორმის იაგუნდის თვლებით, თუმცა შემკვეთის სურვილისამებრ, იაგუნდი სხვა თვლებითაც შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად მერყეობს ბოთლის ფასიც - 400-დან 1000 დოლარამდე.

© „მარანი“

Sunday, 20 January 2008

47-ის შემოდგომის ლეგენდა


ომისშემდგომი რამდენიმე წელი მსოფლიო ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ცდილობდა. ღვინისთვის არავის ეცალა. თანაც, 1947 წლის ზაფხული არანორმალურად ცხელი გამოდგა - ბევრმა ყურძნის შემოდგომამდე დატოვება ვერ გარისკა და ნაადრევი რთველი გამართა. თუმცა, ვინც ცდუნებას გაუძლო ცხელი ზაფხული გადააგორა, არ წააგო - მათი ღვინოები ლეგენდად იქცა.

Petrus - ასე ეწოდება ღვინოს, რომელთაც მილიონერები შთამომავლობისთვის დასატოვებლად ყიდულობენ. ამ საქმის პროფესიონალები Petrus -ში ისევე აბანდებენ ქონებას, როგორც სხვები აქციებში, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ხელოვნებაში. ასეთი დიდება განთქმულმა წითელმა ღვინომ ჯადოსნური დღეგრძელობით მოიპოვა. გარდა ამისა, Petrus -ს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ღვინო რჩეულთათვის. ვენახის ფართობი სულ რაღაც 12 ჰექტარია. რთველის დასასრულებლად ერთი დღეც საკმარისია. ყოველწლიურად აქ მხოლოდ 65 კასრს ავსებენ, ანუ, მოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე, 2500-დან 4000 ყუთს, თითოეულში - 12 ბოთლით.
ერთი შეხედვით Petrus არ ტოვებს გამაოგნებელ შთაბეჭდილებას: ერთი ჩვეულებრივი სოფლის შემოგარენია. ყურძნის ადგილობრივი ჯიში კლასიფიცირებული არ არის: პომროლში, სადაც ეს მეურნეობაა განთავსებული, ოფიციალური კლასიფიკაცია საერთოდ არ არსებობს. Petrus-ის საიდუმლოს გასაღები იქაური ნიადაგია. პომროლისთვის თიხიან-ქვიშიანი მიწაა დამახასითებელი, Petrus- ში კი რკინის შემცველი თიხნარია. მიიჩნევენ, რომ თიხიანი ნიადაგი დახვეწილი ღვინოებისთვის არ ვარგა, რადგან თიხა ძალიან ბევრ წყალს იკავებს. სწორედ ამ პრობლემას უმკლავდება რკინის მაღალი შემცველობა.
Chateau Cheval Blanc მხოლოდ სამჯერ აღემატება Petrus -ს. ამ მეურნეობის ვენახები 37 ჰექტარზეა გადაჭიმული. აქ სამი ტიპის ნიადაგი მონაცვლეობს, რომელთაც შესანიშნავი სადრენაჟო თვისებები აქვს, ამიტომაც ავტოხთონური ყურძენი განსაკუთრებულად გემრიელია. მცირე ტერიტორიაზე ნიადაგის უნიკალური განსხვავებულობა ღვინოსაც მდიდრულ გემოს და არომატს ანიჭებს. ცხელი და მშრალი ზაფხულის დროს Chateau Cheval Blanc -ში განსაკუთრებული მიკროკლიმატი წარმოიქმნება, რომელიც ყურძნის ადრეულ დამწიფებას უწყობს ხელს.
ომისშემდგომი 47 წლის ზაფხული უჩვეულოდ ცხელი იყო. იფიქრებდი, მზე მევენახეების გამძლეობას ამოწმებსო. ბევრმა ამ გამოცდას ვერ გაუძლო და ყურძენი ისე დაკრიფა, მის კარგად დამწიფებას არ დაელოდა. ვინც შემოდგომამდე მიატანა, ზომაზე მწიფე ყურძნის მოსავალი მოიწია. ამ მოსავლისგან მიღებული ღვინოები საოცრად მდიდარი, მაგარი და სხეულიანი იყო. გარკვეულ შემთხვევებში ალკოჰოლის ფერმენტაცია არ სრულდებოდა და ღვინოში დაუდუღებელი შაქარის დიდი პროცენტი იგრძნობოდა. ომისშემდგომ წლებში მეღვინეებს არ ჰქონდათ საჭირო დანადგარები ექსტრემალურ პირობებში სამუშაოდ. ამის გამო ზოგიერთი ღვინო დამახასიათებელ მჟავიანობას ამჟღავნებდა. და მაინც, 47 წლის ვინტაჟი შედევრის წოდებაზე აცხადებს პრეტენზიას. Cheval Blanc`47 და Petrus`47-იც ლეგენდარული სასმელის სახელს იმსახურებს.
რა განაპირობებს ამ ღვინოების განუმეორებლობას? ამ კითხვაზე პასუხი ერთი სიტყვით შეიძლება - შაქარი.
1947-ის Cheval Blanc კეთილ გარეულ ტახს ჰგავს. შეუსაბამო დახასიათებაა, მაგრამ კარგად ასახავს, რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ღვინო. ის მართლაც სრულიად "ველური" და მაგარია, მაგრამ ამვე დროს, ინტენსიურად ტკბილი და გემრიელი. 1947-ის Cheval Blanc მკვეთრად გამოხატული ტანინის სტრუქტურით გამოირჩევა, რომელიც საუცხოო ხილის არომატით არის გამდიდრებული.
1947 წლის Petrus თავისი რბილი სტრუქტურით, კარგად გამოხატული ბალანსით და არაჩვეულებრივი გემოვნებითი თვისებებით გვაოცებს. ეს ყველაფერი მას შესაძლებლობას აძლევს, წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. ბევრი ამ მდიდრულ და რბილ ღვინოს სენსაციურსაც უწოდებს.
საინტერესოა, რომ ძველ წიგნებში, სადაც ბორდოს ღვინოებზე მოგვითხრობენ, პომროლის ღვინოები მხოლოდ გაკვრითაა მოხსენიებული. მაშინ მათ უბრალო სოფლის ღვინოებად მიიჩნევდნენ. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ იმ პერიოდში Cheval Blanc ითვლებოდა Premier cru ღვინოდ, Petrus კი ოფიციალური კლასიფიკაციით ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა. ამგვარი დამოკიდებულება 1970-იან წლებში შეიცვალა და ამაში დიდი წვლილი ამერიკელ და ბრიტანელ ღვინის ექსპერტებს მიუძღვით. დღესდღეობით Petrus Premier cru -ს ბევრ ღვინოზე გაცილებით პოპულარულია.
© „მარანი“

Thursday, 17 January 2008

ღვინის კოლექცია 7 მლნ. დოლარად


ჩიკაგოს აუქციონზე ახალი რეკორდი დამყარდა. არნახულ ფასად - 7.1 მლნ. დოლარად გაიყიდა ღვინის რარიტეტების კოლექცია. კოლექცია 1876 ლოტისგან შედგებოდა და ეკუთვნოდა სტივენ ვერლინს, რომელიც გასული წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ვერლინი გახლდათ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცნობილი ღვინის რესტორნის, Veritas-ის თანამფლობელი. აუქციუნზე ყველაზე დაძაბული ბრძოლა 6-ლიტრიან იმპერიალ Pertus 1990-სთვის გაიმართა, რომლის ფასმა 59 750 დოლარს მიაღწია. აუქციონზე წარმოდგენილი იყო იმპერიალი Chateau Mouton Rothschild 1947 და ნაბუქოდონოსორი (15 ლიტრი) Domaine Ramonet Montrachet 1992. თითოეული მათგანი 53 775 დოლარად გაიყიდა. სხვა რარიტეტებს შორის იყო Chateau Lafite Rothschild 1870, Chateau Latour 1929 და Chateau Haut-Brion 1945.

© „მარანი“

Monday, 8 October 2007

Decanter World Wine Awards 2007



ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა Decanter გამოაქვეყნა Decanter World Wine Awards 2007-ის შედეგები. ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები გახდნენ:
Alpha 1 2004 Alpha Estate-სგან (საბერძნეთი)
El Portillo Malbec 2006 - Finca El Portillo (არგენტინა)
Norton Cabernet Sauvignon Reserva 2004 - Bodega Norton (არგენტინა)
Capezzana Vinsanto di Carmignano 2000 - Cappezzana (იტალია)
Campagne De Saint Galle Cuvee Orpale Grand Cru 1996 - De Saint Galle (საფრანგეთი)
Disznoko Tokaji Aszu 6 puttonyos 2002 - Disznoko (უნგრეთი)
Elderton Ashmead Cabernet Sauvignon 2004 - Elderton (ავსტრალია)
Del Duque Amontillado VORS NV - Gonzalez Byass (ესპანეთი)
Pintas Vintage Port 2005 - Wine & Soul (პორტუგალია)
Planeta Cometa 2006 - Planeta (იტალია)
Prunotto Barolo Bussia 2001 - Prunotto (იტალია)
Royal Tokaji Aszu Essencia 1996 - Royal Tokaji (უნგრეთი)
Marjan Simcic Leonardo 2003 - Marjan Simcic (სლოვენია)
© „მარანი“

ღვინის კოლექცია 1,7 მილიონ დოლარად


ტომას რიდერის ღვინის კოლექცია Sotheby’s-ის აუქციონზე 1,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ფასმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მარტო 1982 წლის კოლექციის Chateau Lafite-ს ერთი ბოთლის ფასმა 2 ათას დოლარს გადააცილა.
კოლექციის ღვინოებმა ამ წელს ფასის რეკორდი დაამყარეს. გაზაფხულზე 1985 წლის Romanee Conti-ის ღირებულება 20 ათასს აღწევდა, ხოლო 1945 წლის Romanee Conti 41,8 ათას დოლარად გაიყიდა.
© „მარანი“

Tuesday, 18 September 2007

მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ღვინოები (3) 1945 Château Mouton-Rothschild


ეს წითელი ღვინო ნამდვილი განძია, პირველი კლასის გრან კრიუ. მას კაბერნე სოვინიონის, მერლოსა და კაბერნე ფრანისგან წურავენ. 1924 წელს ფილიპ როტშილდმა პირველად ჩამოასხა `შატო-მუტონი", 1962 წელს კი მან და მისმა ცოლმა პაულინამ უკვე ღვინის მუზეუმიც გახსნეს თავიანთ ციხესიმაგრეში. დღეს ეს ღვინო ლამის გლობალიზაციის სიმბოლოდ იქცეს, თუმცა შორეულ 1945 წელს ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა. ომის დამთავრების აღსანიშნავად, როტშილდმა სპეციალური ჩამოსხმის გამოშვება გადაწყვიტა და ბოთლის გასაფორმებლად ახალგაზრდა მხატვარი ფილიპ ჟულიანი მოიწვია, რომელსაც გამარჯვების აღსანიშნავად ეტიკეტზე “V” უნდა გამოეყვანა და მიეწერა “ Année de la Victoire ”, “გამარჯვების წელი~. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა Château Mouton-Rothschild -ზე პროფესიონალმა მხატვარმა იმუშავა, შემდეგ წლებში კი შატოსთვის მირო, პიკასო, კანდინსკი, შაგალი, ბალთუსი, ბრაკი, ბეკონი, უორჰოლი და მრავალი სხვა გენიალური ფერმწერი ხატავდა და დღეს განსაკუთრებული ღვინის გარდა იგი ეტიკეტითაცაა განთქმული. კრისტის ღვინის აუქციონის დირექტორი მაიკლ ბროდბენტი 1945 წლის Château Mouton-Rothschild-ს 20-ე საუკუნის საუკეთესო ღვინოს უწოდებს და მისი ფასები დღეს 5000-დან 30000 ათასამდე ევროს შეიძლება აღწევდეს (არადა 1945 წელს იგი სულ 1 ფუნტად დაიტაცეს). 1973 წელს Château Mouton-Rothschild-ს პირველი გრან კრიუ კლასის წოდება მიანიჭეს.აღწერა: ღვინოს გააჩნია დავარგების (დაძველების) წარმოუდგენელი, 100 წლიანი პოტენციალი. მუქი-ლალისფერია, გამოირჩევა შავი მოცხარის, მუხისა და ყავის სურნელებით. კარგია ნანადირევთან, ხორციან კერძებთან და ყველთან.

მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ღვინოები (2) 1921 Château d'Yquem


მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი თეთრი ღვინოა ბორდოდან, სოტერნის აპელასიონიდან. პირველი კლასის გრან კრიუა, წურავენ სოვინიონიდან და სემიიონიდან. 1785 წლიდან იკემის მამულს ლურ-სალიუსების (Lur-Saluces) ოჯახი ფლობს. რობერტ პარკერი ასე ახასიათებდა ღვინოს, `არც ერთი ღვინო ისე არ ამართლებს თავის ფასს, როგორც იკემი. ერთი ძირიდან მხოლოდ ერთი ბოკალი გამოჰყავთ და უმაღლესი ხარისხი იკემის მთავარ დევიზს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ და ამ დროს ღვინის 20% იკარგება, თუმცა კარგი ღვინისთვის მეწარმეები უფრო დიდ მსხვერპლზეც წავლენ. როცა საქმე ბოთლებში ჩამოსხმამდე მივა, საუკეთესო კასრებს არჩევენ და რაც მთავარია, ღვინოს არ ფილტრავენ~. დევიდ პეპერკორნმა 1921 წლის ჩამოსხმას 20-ე საუკუნის სასწაული უწოდა. ეს ღვინო დღემდე ინარჩუნებს ბრწყინვალე გემოსა და დამლევს ახლაც სიახლის განცდას ანიჭებს.აღწერა: იკემს დავარგების 100-150 წლიანი პოტენციალი აქვს. სხეულიანი, ძლიერი და საოცრად ბალანსირებული ღვინოა ანანასისა და დაშაქრული თხილის არომატით, გარგრისა და ვანილის ნოტებით.

მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ღვინოები (1) 1978 La Tâche - Domaine de la Romanée-Conti


ამ მამულის (Domaine) ღვინოები მთელს მსოფლიოშია განთქმული და ძალზე ძვირიც ღირს. La Tâche -ს რობერტ პარკერმა საუკეთესო ბურგუნდიული უწოდა, ჰიუონ ჰუკმა კი (Huon Hooke) კეთილსურნელების, დახვეწილობისა და ბალანსის განსახიერება. ყურძენი, რომლისგანაც ამ ღვინოს წურავენ, სულ 6 ჰექტარზე მოდის და წელიწადში მხოლოდ 1 880 ყუთი ისხმება. ღვინო ხშირად ჩნდება ხოლმე სხვადასხვა აუქციონზე, სადაც ზოგჯერ 76 000 დოლარსაც კი იხდიან მასში (წელიწადს გააჩნია).აღწერა: კენკრის ჩირის დახვეწილი სურნელი გამოარჩევს, ასევე ნუგასა და კარამელის ტონები. ღვინო საშუალოდ სხეულიანია, ხანგრძლივი ფინალით. პიკს 15-20 წლის შემდეგ აღწევს.