Friday 2 November 2007

უძველესი კოლექცია


კორნუოლში (ინგლისი) ლუდსახარში ქარხანა St. Austell-ის სარდაფში ამას წინათ იპოვეს 1875 წლით დათარიღებული 400-მდე ბოთლი ღვინო. ეს კოლექცია სრულიად შემთხვევით ქარხნის ექსპერტმა ქსენია ირვინმა მარანში, ერთ-ერთ ძველ საცავში, აღმოაჩინა, სადაც რამდენიმე ათეული წელია ფეხი არავის შეუდგამს. "როცა ეს ბოთლები დავინახე, მაშინვე დავიწყე მათი აბლაბუდებისაგან გასუფთავება და ეტიკეტებს რომ შევხედე, თვალებს არ დავუჯერე", - განაცხადა ქ-ნმა ირვინმა. მისი თქმით, ეს ღვინო უმაღლესი ხარისხისაა და დასალევადაც სავსებით ვარგისია.
კოლექციიდან ოთხი ბოთლი გაიგზავნება Walter Hicks Fine Wine Fair გამოფენაზე, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გასინჯონ სხვადასხვა ღვინოები და, აგრეთვე, გაესაუბრონ ცნობილ მეღვინეებსა და ექსპერტებს.

© „მარანი“

No comments: