Saturday 29 December 2007

ჰოლანდიაში ჯინის მუზეუმი გაიხსნა


ჰოლანდიაში ამსტერდამის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გაიხსნა ჯინის მუზეუმი - ბოლსის სახლი, ტრადიციული ჰოლანდიური სასმელის, ჯენევერის (Jenever) პატივსაცემად.
ჰოლანდიელებს ჯენევერი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და არომატულ სასმელად მიაჩნიათ. მას განუზავებლად, ოდნავ ჩაციებულს სვამენ.
ამბობენ, რომ ჯენევერი პირველად ჰოლანდიელმა ალქიმიკოსმა სილვიუს დე ბუვემ დაამზადა. XVI ს. ბოლოს ის იყიდებოდა, როგორც წამალი, მოგვიანებით კი მისი გამოშვება დაიწყო უძველესმა ალკოჰოლურმა კომპანია ბოლსმა.
ბოლსის მუზეუმის სტუმრებს უმასპინძლდებიან სხვადასხვა სახის ლიქიორებითა და უფასო კოქტეილებით, აცნობენ კომპანიის დამფუძნებლის ლუკას ბოლსისა და რემბრანდტის მეგობრობის ისტორიას და, რაც მთავარია, იქ ისინი თავად ხდებიან ჯინის დამზადების პროცედურების უშუალო მოწმენი.
შესასვლელი ბილეთის ფასი 10 ევროა.

© „მარანი“

No comments: