Tuesday 25 December 2007

ვენახი ქვეყნის დასალიერში


წყნარი ოკეანის შუაგულში, ტაიტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 180 მილის დაშორებით მდებარეობს ტუამოტუს არქიპელაგი, რომელიც 77 ატოლისგან (მარჯნის კუნძული) შედგება. ერთ-ერთი მათგანი, რანჟიროა, სიდიდით მეორეა საფრანგეთის პოლინეზიაში. რანჟიროაზე თითქმის სულ 30 გრადუსიანი სიცხეა და დღისა და ღამის ტემპერატურის სხვაობა მინიმალურია. ეს ადგილი ადრე მეკობრეთა თავშესაფარი იყო, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცარი ღვინის მწარმოებელი რეგიონია.
თავის დროზე რანჟიროა მხოლოდ ქოქოსითა და შავი მარგალიტით იყო განთქმული. ამ ადგილზე მევენახეობის და ღვინის წარმოების განვითარება ფრანგი ბიზნესმენის და "ღვინის ენთუზიასტის" დომენიკ ოროის სახელს უკავშირდება. მან მიზნად დაისახა შეექმნა ადგილობრივი უნიკალური ღვინო. ამ საქმეს თითქმის 11 წელი და დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დასჭირდა.
ჯერჯერობით ვენახები კუნძულის მხოლოდ 20 ჰექტარს მოიცავს, მაგრამ იქაური ღვინოები უნიკალური არომატით, უჩვეულო მინერალურობით და განსხვავებული სტრუქტურით ხასიათდება.

© „მარანი“

No comments: