Saturday 5 April 2008

კალიფორნიული შამპანურის კრახი ბელგიაში


ბელგიის მთავრობამ გაანადგურა 3000 ბოთლზე მეტი კალიფორნიული შამპანური, რომელიც ბელგიის გავლით ნიგერიაში მიჰქონდათ. ევროპელების ეს ნაბიჯი იმის მანიშნებელია, რომ ევროპა არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე ნაყალბევი საქონლის არსებობას. ევროპა არავის დაუთმობს უფლებას ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა ფრანგული შამპანური, პარმული ლორი და ყველი Danish Blue.
ამერიკული შამპანურის პარტიის განადგურებით ევროპელები ბრძოლას იწყებენ ოკეანის გაღმელ მწარმოებლებთან: "შამპანურად მხოლოდ შამპანში წარმოებული ღვინოები უნდა იწოდებოდეს", - აღნიშნავს ფრანგ მეღვინეთა წარმომადგენელი ბრუნო პალარი, "ეს ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ დაიცავს არა მარტო მეღვინეთა, არამედ მომხმარებელთა ინტერესებს, რომლებიც შეცდომაში შეჰყავთ".
ახალი წესების წყალობით, ევროკავშირი ეფექტურად იცავს ასობით საკვებ პროდუქტს, როგორიცაა, მაგალითად, ბრიტანული ელი, გერმანული ძეხვეული და პორტუგალიური თაფლი.

© „მარანი“

No comments: