Saturday 5 April 2008

ლიქიორი Grand Marnier ახალი შეფუთვით


ცნობილი ლიქიორისთვის Grand Marnier Cordon Rouge ახალი ბოთლის შექმნის იდეა მწარმოებლებს კოქტეილის ბარების ატმოსფერომ შთააგონა. საზეიმო განწყობა და სულიერი კომფორტის შეგრძნება - აი ის, რასაც გულისხმობს Grand Marnier-ის სამყარო.
ბოთლი ხასხასა წითელი ხავერდითაა შემობურვილი და გარს მეტალის ფირფიტა აკრავს. ფირფიტაზე გოთური შრიფტით ამოტვიფრულია წარწერა - Grand Marnier. ბოთლის მხარს ამშვენებს, ბეჭედი, რომელიც ტყავისგანაა დამზადებული.

© „მარანი“

No comments: