Tuesday 6 May 2008

რომელ ადგილწარმოშობის ღვინოს მიირთმევთ ყველაზე ხშირად?


დასრულდა ჩვენი ბლოგის მომდევნო გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა, თუ რომელ ადგილწარმოშობის ღვინოს მიირთმევს მომხმარებელი ყველაზე ხშირად. როგორც გაირკვა, ჩვენი ბლოგის იუზერები ყველაზე ხშირად ხვანჭკარას მიიირთმევენ (!), სრულიად მოსალოდნელი იყო წინანდლის მეორე ადგილი, რადგანაც, ცნობილია, რომ ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალფეროვანი სწორედ წინანდალია, რომელსაც თითქმის ყველა კომპანია ასხამს. ასევე დიდი არჩევანია ქინძმარაულის შემთხვევაშიც, თუმცა მოულოდნელი იყო გურჯაანის ლიდერთა შორის მოხვედრა: ამ ადგილწარმოშობის ღვინოს მხოლოდ ერთი კომპანია ასხამს და ქართულ ბაზარზე მხოლოდ მისი შოვნაა შესაძლებელი (ისევე როგორც თელიანს).

რომელ ადგილწარმოშობის ღვინოს მიირთმევთ ყველაზე ხშირად?

ხვანჭკარა 39 (20%)
წინანდალი 36 (18%)
ქინძმარაული 22 (11%)
გურჯაანი 17 (8%)
მანავი 16 (8%)
თელიანი 14 (7%)
მუკუზანი 13 (6%)
ვაზისუბანი 5 (2%)
ყვარელი 7 (3%)
ნაფარეული (წითელი) 4 (2%)
ტვიში 4 (2%)
ტიბაანი 4 (2%)
კონდოლი (თეთრი) 3 (1%)
ნაფარეული (თეთრი) 3 (1%)
ახაშენი 3 (1%)
კონდოლი (წითელი) 3 (1%)
© „მარანი“

3 comments:

Khatia Caroline said...

ჩემმა ხვანჭკარამ გაიმარჯვაააააააააა :)
ბავშვობიდან როგორ მიყვარს, თუმცა ... დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მძიმედ მეჩვენება :) ეხლა კი კარგა ხანია აღარ გამისინჯია, აღარც კი მახსოვს როგორია :(

Anonymous said...

ar mjera, ar arsebobs.

antoni said...

arc me ar mjera