Tuesday 6 May 2008

საუკეთესო ღვინოების აუქციონი


27 თებერვალს ლონდონში Bonhams-ში ორი აუქციონი მოეწყობა - Fine & Rare Wines featuring Italy და Fine & Rare Wines Evening Session. აუქციონზე საუკეთესო ღვინოებს შემოგვთავაზებს საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩილე და ავსტრალია. ამას გარდა, აქ წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიურ ვისკი, რომი, ბურბონი და სხვა სპირტიანი სასმელი. სავარაუდოდ, ორივე აუქვიონზე გაიყიდება 1200-ზე მეტი ლოტი.
აუქციონზე საუკეთესო ღვინოებს შორის იქნება:
Hermitage, La Chapelle 1945, Paul Jaboulet Aine-დან, ფასი 5000-8000 ფუნტი
ვისკი Jonnie Walker Blue, გამოშვების მე-200 წლისთავი, ბროლის გრაფინით - ფასი 2500-3000 ფუნტი.
ბურგუნდიული ღვინო La Tache 1990, რომანე კონტის ვენახებიდან, ფასი 5000-6000 ფუნტი.
ერთ ლოტში გაერთიანდებიან სამი სახის 1991 წლის ბურგუნდიული ღვინოები: Romanee-Conti, La Tache და Richebourg. სამივე რომანე კონტის ვენახებიდან. ამ ლოტის ფასი 3500-4000 ფუნტია.
1 ბოთლი ბორდოს ღვინო Chateau Latour 1945, Pauillac Grand Cru Classe შეფასებულია 1000-1500 ფუნტად. 12-12 ბოთლი Lafite-Rothschild 2003 და Pauillac Grand Cru Classe - 10500-12000 ფუნტი.


© „მარანი“

No comments: