Sunday, 6 April 2008

ავსტრია 2007


2007 წელი ავსტრიის ღვინის წარმოებაში მთელი რიგი გამარჯვებებით აღინიშნა: კარგი იმედების მომცემი მოსავალი, შიდა ბაზარზე გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი და საექსპორტოდ გაგზავნილი ღვინის რეკორდული რაოდენობა - 51 მილიონი ლიტრი. ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ მოახერხა საკუთარი ინტერესების დაცვა დეკემბრის ბოლოს გამართულ ევროკავშირის შეხვედრებზე და მეღვინეობის ხელშესაწყობად მიიღო დამატებითი 20 მილიონი ევრო.
ავსტრიული ღვინოების მთავარ იმპორტიორად კვლავ გერმანია რჩება, მას მოსდევს შვეიცარია და აშშ.
2007 წლის მთავარ მოვლენად ავსტრიის ღვინის სამიტი აღიარეს. ეს არის საერთაშორისო ექსპერტების ტურნე ქვეყნის ღვინის მწარმოებელ რეგიონებში.

© „მარანი“

No comments: