Sunday, 6 April 2008

კაპას მეღვინეთა რეკორდი


2007 წელი წარმატებული აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკის მეღვინეობაში. ამ წლის ექსპორტმა 300 მილიონ ლიტრს გადააჭარბა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ხუთი წლის წინ საექსპორტო ღვინის 72% იგზავნებოდა გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებში. ახლა ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა - პროდუქცია მიეწოდება დიდ ბრიტანეთს, შვედეთს, ნიდერლანდებს, გერმანიას და აშშ-ს. თუმცა მთავარ ბაზრად კვლავ ალბიონი რჩება. კაპას სამი ბრენდი - Kumala, FirstCape და Namaqua გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო გაყიდვების ოცეულში მოხვდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 13 წლის მანძილზე სამხრეთ აფრიკული ღვინის ექსპორტი 13-ჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა. ეს საუკეთესო მიიღწევაა ღვინის მარკეტინგის ისტორიაში.

© „მარანი“

No comments: