ამ ადამიანს მსოფლიო იცნობს როგორც Ornellaia-სა და Masseto-ს, საკულტო სუპერტოსკანური ღვინოების შემქმნელს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ღვინოებს ახლა სხვა ადამიანები ფლობენ (კერძოდ კი ფრესკობალდების ოჯახი), ანტინორი ბევრს მაინც არ დარდობს, იგი მუდამ წინ მიიწევს, ორიოდე წლის წინ ახალი მეურნეობა შექმნა (Campo di Sasso) და საზრუნავიც ახალი გაუჩნდა.
მარკიზ ლოდოვიკო ანტინორის წინაპრები ჯერ კიდე 14-ე საუკუნეში წურავდნენ ღვინოს, თუმცა 1943 წელს დაბადებული ყოფილი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საგვარეულო საქმიანობას 70-იან წლებში დაუბრუნდა. დღეს კი, Sasso-ს გარდა ტოკაის ღვინოსაც წურავს Tokaji Baron Bornemisza-ს და ახალ ზელანდიაში, მარლბოროუში Mount Nelson Sauvignon Blanc-ს. ცდილობს მაქსიმალურად ტრადიციული იყოს, წარმოების რაოდენობის, მეთოდებისა და ტექნოლოგიის თვალსაზრისით, თუმცა ამ ყველაფერს, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არაფერი აქვს საერთო იტალიურ ტრადიციებთან, მან ბორდოს ჯიშებით გაითქვა სახელი და ბევრ იტალიელ მეღვინეს მის პატრიოტიზმში ეჭვიც ეპარება.
Ornellaia-ს შემთხვევაში ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ჯერ ტოსკანას ერთერთ სანერგეში ყიდულობდა ბორდოს ჯიშებს, კაბერნეს, მერლოს და ა.შ. შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრა და პირდაპირ იმ სანერგეს მიადგა, საიდანაც შატო მარგო მარაგდებოდა ნერგებით (თუმცა, ანტინორის, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ სურდა იტალიური შატო მარგოს შექმნა, არამედ რაღაც განსვავებულის). ერთი სიტყვით, სანჯოვეზეს ქვეყანაში ანტინორიმ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ამ საქმეში მას ლეგენდარულმა ანდრე ჩელიშევმა შეუწყო ხელი, სწორედ მან დაარწმუნა ლოდოვიკო ორნელაიას მომავალში, თან იმის რწმენაც ჩაუსახა ახალგაზრდა მეღვინეს, რომ განათლებისა და ცოდნის გარეშე კარგ ღვინოს ვერ შექმნიდა. 1998 წელს მისი “ორნელაია” Wine Spectator-მა წლის საუკეთესო ღვინოდ დაასახელა, Château Pétrus-ის მფლობელმა, კრისტიან მუექსმა კი მას იტალიური პეტრუსი უწოდა.
ასეთი წარმატების მიღწევა არც ისე ადვილი საქმეა, თუკი, როგორც ჩვენში იტყვიან, “მარტო მუშაობ”. სწორედ ამიტომაც ანტინორიმ სახელოვანი და მოდური მიშელ როლანი მოიწვია კონსულტანტად, რომელმაც მერლოს დარგვა ურჩია ბოლგერის ზონაში, რადგან, მისი აზრით, პომროლის შემდეგ ეს ზონა საუკეთესო იყო ამ ჯიშისთვის.
ანტინორი ჯერ კიდევ გამარჯების მწვერვალზე იყო, როცა თავისი საქმის გაყიდვაზე დაიწყო ფიქრი, თუმცა ბოლომდე მაინც არც ერთ ინტერვიუში არ ამბობს გაყიდვის მიზეზებს, ამას სიკვდილის წინ თუ მივხვდები და ვაღიარებო. გარკვეული ცხადი მიზეზები რა თქმა უნდა იყო. საქმე ისაა, რომ მას კრედიტებთან ჰქონდა პრობლემები, ბანკები ფულს არ იძლეოდნენ, მუნიციპალიტეტი კი განუწყვეტლივ მოსვენებას არ აძლევდა. 1999-შივე დაიღუპა ავტოკატასტროფაში მისი საწარმოს გენერალური დირექტორი. იმავე წელს ქალიშვილი გაუჩნდა და ეს ამბავი თითქოს ძალიან უნდა გახარებოდა, მაგრამ მისთვის, როგორც თავად ამბობს, მაინც სტრესი აღმოჩნდა. “ორნელაიას” გაყიდვის ამბებზე დიდი სევდით საუბრობს და კაცი იფიქრებ, ანტიკური ტრაგედიის გმირთანა მაქვს საქმე და არა თანამედროვე იტალიელთანო.
2000 წელი კარგად დაიწყო და ანტინორის ბირჟაზე თამაშის სურვილი გაუჩნდა, იფიქრა ორ მეურნეობას გავხსნიო და თავიდან გადაწყვიტა ძმისთვის, პიეროსთვის მიეყიდა საქმე, რომელთანაც საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა (სხვათა შორის, პიერო ანტინორის Solaia-მ ძმაზე ერთი წლით ადრე, 1997 წელს მოიპოვა წლის საუკეთესო ღვინის წოდება), თუმცა მტკიცე უარი მიიღო, რადგან მის ძმას არაფერში აინტერესებდა ბორდოს ჯიშები, საბოლოოდ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, რობერტ მონდავი გამოჩნდა და მან შეიძინა ანტინორის საკულტო ღვინო. 2001 წლის ფინანსურმა კრიზისმა ყველაფერს წერტილი დაუსვა, ანტინორიმ მთელი ფული დაკარგა. ამას ისიც დაემატა, რომ მონდავი ძალზე არაკორექტურად მოიქცა და “ორნელაიას” 100%-დან 50% ფრესკობალდებს მიჰყიდა. შარშან რომან აბრამოვიჩმა გამოთქვა “ორნელაიას” ყიდვის სურვილი, რის გამოც ანტინორი გახარებული ჩანდა: “ჯერ მონდავი, მერე ფრესკობალდი, ახლა კიდევ რომან აბრამოვიჩი. ამაზე სახელოვან მფლობელებს რომელი ღვინო ინატრებდაო”. იმასაც დასძენდა, თუკი აბრამოვიჩმა შეიძინა ეს ღვინო, იგი მსოფლიო მნიშვნელობას ღვინო გახდებაო. წარმოიდგინეთ, კაცს იმხელა ფული აქვს, ნებისმიერ ლეგენდარულ შატოს “დაითრევს” ბორდოში, არადა მან მაინცდამაინც “ორნელაიას” მიმართ გამოხატა ინტერესი, ანუ ყველაზე არატრადიციულ ღვინოზე ტოსკანურებსა და სუპერტოსკანურებს შორის.
მარკიზს ფილოსოფოსობაც უყვარს, ასე ამბობს, ღვინო ვისკი არაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დააყენო საქმე ფეხზე, აქ განუწყვეტლივი, ყოველდღიური ყურადღებაა საჭიროო. მეღვინეობაზე ხომ აუარება ფაქტორი მოქმედებს და თუკი მეწარმე განუწყვეტლივ სრულყოფისკენ არ ისწრაფვის, აუცილებლად წააგებს. თანაც კარგი ღვინის დაწურვა უკვე ბევრმა ისწავლა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადო კონკრეტული ტერიტორიის თავისებურებები გამოხატო ღვინოში. ამის მიუხედავად, მის “ორნელაიაში” არც ერთი იტალიელი ენოლოგი არ მუშაობდა, რაც ძალიან უცნაური იყო, თუმცა ამ მეღვინეებმა საერთაშორის ხასიათი მისცეს ღვინოს და მსოფლიოს გააცნეს იგი.
ანტინორი თანამედროვე ენოლოგებს ცოტათი ემდურის, ძალიან მოუცლელი ხალხია, ფული უყვართ და ბევრ ადგილას მუშობენო, შემდეგ კი ყველა ეს ღვინო ერთმანეთს ემსგავსება, მნიშვნელობა არა აქვს რომელ კონტინენტზე იქნება ყურძენილი მოწეულიო.
მიშელ როლანთან კვლავაც მეგობრობს, იგი წელიწადში სამჯერ ჩადის კონსულტაციებისთვის, ძირითად მეღვინედ კი ქალი ჰყავს, ჰელენ ლინდბეგი (ალბათ ერთად-ერთი შვედი ქალი ენოლოგი). 2005 წელს, მისი ახალი ბრენდის, Pino de Biserno-ს ასამბლაჟისას სამივეს უთანხმოება მოუვიდათ. საქმე პტი ვერდოს ეხებოდა (რომელიც კლასიკურ ბორდოებში ყველაზე მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგალითად, “შატო მარგოში” ეს ჯიში სულ რაღაც 5-6%-ია). როლანი პომროლიდანაა და რა თქმა უნდა მერლოს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ვერდო არ უყვარს, ამიტომ დაიჟინა, 2%-ზე მეტი არ შეიძლებაო. ანტინორი კი პირიქით, 15%-ზე ნაკლებს არაფრის დიდებით არ თანხმდებოდა. ეს ჯიში დახვეწილობასა და ელეგანტურობას ანიჭებს ღვინოს, ანტინორის კი ყველაზე მეტად ბორდოს ღვინოებისგან განსხვავებული ელეგანტურობის მიღწევა სურდა.
როლანთან ხშირად კამათობს, მაგრამ ძალიან აფასებს, მას უმადლის 2005 წლის მოსავლის გადარჩენასაც. საქმე ისაა, რომ სექტემბერში ტოსკანაში გადაბმული წვიმები ყოფილა, არადა უხუცესებსაც კი არ ახსოვდათ ტოსკანურ სექტემბერში წვიმა. ყველა პანიკამ მოიცვა და ის ის იყო დაუმწიფებელი ყურძნის მოსაკრეფად უნდა შესეოდნენ ვენახებს, რომ მხსნელივით გამოჩნდა როლანი და ერთი სიტყვა თქვა - “დააცადეთ”. მართლაც, ძალიან მალე ქარიანი და მზიანი დღეები დაიწყო, რამაც გამოაშრო მტევნები, ხოლო 12 დღეში იდეალურ კონდიციას მიაღწია, ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ ბორდოში როლანი მიჩვეულია წვიმებს და მასთან დაკავშირებული ყველანაირი კანონზომიერება შეუძლია გათვალოს.
ახალი ბრენდი, Tenuta Campo Di Sasso-ც ბოლგერის ეკოსისტემაში შედის, ვენახები ბიბონას ბორცვებზეა გაშენებული და იგი პირობებით ძალიან ჰგავს თურმე პომროლსა და სენტ ემილიონს, რის გამოც ანტინორი არაფერს რგავს მერლოსა და კაბერნეს გარდა. Insoglio del Cinghiale დაახლოებით 350 000 ბოთლი იყიდება, 2 თვეს მუხაში აძველებენ, ანუ ფაქტობრივად 1 წელიწადში უკვე გასაყოდად მზადაა ღვინო, რადგანაც ახალგაზდრდა ვაზია. თანაც მარკიზს უნდოდა ახალი, 10 ევრომდე სეგმენტიც დაეკავებინა, რათა დაემტკიცებინა, რომ მარტო ძვირიან ღვინოს კი არ ასხამს, არამედ ისეთს, რომელსაც ფასისა და ხარისხის იდეალური შეხამება აქვს. Pino de Biserno სწორედ ის ღვინოა, რომელზეც მიშელ როლანთან კამათობდა, როგორც ჩანს, მფლობელმა მაინც თავისი გაიტანა და 20% მერლოს, 40% კაბერნე ფრანის, 25% კაბერნე სოვინიონისა და 15% პტი ვერდოს უცნაური შეხამებით, ძალზე საინტერესო ღვინო მიიღო (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯიშების შეხამება მუდამ ასეთი დარჩება, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი ჯიში როგორ დამწიფდება ამათუიმ წელს).
Tenuta Campo Di Sasso-ს ძირითად, ფლაგმან ღვინოს, Il Biserno ერქმევა, ეს დასახელება დაახლოებით 2010 წლისთვის მიიღებს დასრულებულ სახეს და მოიცავს 140 000 ბოთლს.
როგორც ზემოთ გითხარით, ანტინორი უნგრეთსა და ახალ ზელანდიაშიც ძალიან წარმატებით მუშაობს, ასე ამბობს, ტოკაით წარსულის გამო დავინტერესდი, ახალ ზელანდიას კი შესანიშნავი აწმყო და დიადი მომავალი აქვსო. ამის გამო 2000 წლიდან მოყოლებული, მისი შვედი მეღვინე დიდ დროს ატარებს ზელანდიაში (მოგეხსენებათ, იქ გაზაფხულზეა რთველი და საქმეში ხელი არავის ეშლება), თავად მარკიზი ლოდოვიკო კი ისევ ისეთი სიყვარულით საუბრობს კაბერნესა და მერლოზე, რომელიც გამძლეობის გამო უყვარს, სხვადასხვანაირ კლიმატებთან და მიწებთან ადაპტირების საოცარი უნარისთვის და კიდევ იმის გამო, რომ უცხო მიწაზე განუმეორებელ ინდივიდუალობას იძენენ. სწორედ ამის გამო, თავის ბოლო შედევრს, Il Biserno-ს სუპერტოსკანურ ღვინოს კიარა, იტალიურ grand cru-ს უწოდებს.

© „მარანი“
No comments:
Post a Comment