Friday, 23 November 2007

ამერიკა - ლიდერი ღვინის მოხმარებაში


ამერიკაში ღვინის მომხმარებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. ამ წლის ბოლოს ამერიკელები ღვინის მოხმარების მხრივ პირველ ადგილზე გავლენ და ჩამოიტოვებენ იტალიასა და საფრანგეთს. ღვინის მოხმარება 2007 წლისათვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს - 304 მლნ ყუთი. ამავე დროს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2015 წლისათვის აშშ ღვინის წარმოების შედეგებითაც ჩამოიტოვებს საფრანგეთს.
რაც შეეხება ღვინის ბაზარს, ამჟამად ლიდერობს ღვინო Franzia, მწარმოებელი Wine Group. მეორე ადგილს იკავებს Carlo Rossi - კომპანია E.& J. Gallo Winery.


© „მარანი“

4 comments:

Anonymous said...

sul ramodenime saukunis tradiciebis mqone amerika xvewavs megvineobas da liderobs msoflio bazarze da chven kidev ukan saukuneebisken miveqanebit.

iqneb tqvenma shemartebam mainc gadaarchinos qartuli megvineoba.

მალხაზ ხარბედია said...

ეჰ, რამდენიმე საუკუნე კიარა სუ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ ასწავლა ანდრე ჩელიშევმა ამერიკელებს ღვინის კეთება და დღეს უკვე მართლა "დასტოიდან" უწევენ კონკურენციას ძველ სამყაროს (ავსტრალიელებზე, ჩილეელებზე, არგენტინელებზე, ახალზელანდიელებზე და და სამხრეთ აფრიკელებზე არაფერს ვამბობ). არადა ჩვენ მართლა გვაქვს შანსია, უბრალოდ მთავარია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გლეხმა, მეწარმემ, ჟურნალისტმა, უცხოელმა ექსპერტმა-მეღვინეებმა, პიარშიკებმა, მომხმარებმა შეთანხმებულად იმოქმედონ.

Anonymous said...

სავსებით გეთანხმები მეგობარო. რავი იქნებ ჩვენს ქვეყანასაც რამე ეშველოს, მაგრამ ერტია რომ სანამ მაიმუნობას არ გადაეჩვევა ქართველი მეწარმე ან გლეხი რომელთა უმრავლესობაც ღვინოს აფუჭებს და არ აკეთილშობილებს მანამდე არაფერიც არ გვეშველება :)

მალხაზ ხარბედია said...

amadeus

ki, egrea.