Monday, 26 November 2007

ალკოჰოლი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს


ლონდონის University College-ის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ნამდვილად სულზე მოუსწრო იმ ადამიანებს, რომელთაც ალკოჰოლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ამ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ერთი დღის განმავლობაში ნახევარი ბოთლი ღვინის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას. სხვათა შორის, ეს განსაკუთრებით ქალებს ეხება.
ინგლისელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იმ ადამიანთა ტვინიც კი, რომლებიც კვირაში მხოლოდ ერთ ჭიქა ღვინოს სვამენ, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ჩაის მოყვარულთა ტვინი. ალკოჰოლის დადებითი ეფექტი ასეთნაირად აიხსნება: ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ტვინს სისხლი უფრო კარგად მიეწოდება, ხოლო როდესაც ადამიანი ერთ კვირაში 5-6 ბოთლ ღვინოს სვამს, ტვინის მუშაობა საუკეთესო შედეგს აღწევს.
ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზს უსვამდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე ალკოჰოლის უარყოფით გავლენას, ამ გამოკვლევამ ძალიან შეაფიქრიანა.
მონაცემები ალკოჰოლის სარგებლიანობის შესახებ ეფუძნება ხანგრძლივ დაკვირვებას 10000 ბრიტანელი სახელმწიფო მოხელის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევები 1967 წლიდან მოყოლებული ტარდებოდა. შესწავლილ იქნა თამბაქოს მოწევის, სიმსუქნის, სოციალური სტატუსისა და სხვა ფაქტორების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
რაც შეეხება ალკოჰოლს, გამოკვლევის დროს 6000 ბრიტანელს უნდა გაევლო ტესტირება, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ამოცანებისა და მეხსიერების სავარჯიშოებისაგან. როგორც გაირკვა, ყველაზე ცუდი შედეგები იმ პირებს ჰქონდათ, რომლებიც ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ეტანებოდნენ ალკოჰოლს. თუმცა ეს ტენდენცია ქალებში უფრო მეტად შეინიშნებოდა, ვიდრე მამაკაცებში. საუკეთესო შედეგები აღმოაჩნდათ იმ ქალებს, რომლებიც დღეში სვამდნენ ნახევარ ბოთლ ღვინოს ან ორ პინტ ლუდს.
ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ალკოჰოლის მოქმედებას შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება და ტვინისთვის სისხლის მიწოდების ფუნქციის გაუმჯობესება, რაც ადამიანის გონებრივ მონაცემებზე ახდენს გავლენას. თუმცა, გამოკვლევის ავტორებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ მიღებულმა მონაცემებმა ალკოჰოლიზმისკენ არ უნდა გვიბიძგოს, რადგან ჯერჯერობით არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სპირტიანი სასმელი კიბოსა და ღვიძლის ციროზის განვითარებას უწყობს ხელს.


© „მარანი“

5 comments:

Anonymous said...

gaixaret karg saqmes emsaxurebit :)

amadeus

მალხაზ ხარბედია said...

icocxleT, didi madloba

Anonymous said...

მართლაც ძალიან ბევრი რამ შევისწავლე თქვენი საიტის მეშვეობით.
კარგი იქნება თუ უფრო მეტ უნფორმაციას დადებთ ღვინის ტექნოლოგიის შესახებ.

დიდი მადლობა:

gabardzgaleba-ს :)

მალხაზ ხარბედია said...

Anonymous

დიდი მალობა, იქნება, ბლომა-ბლომა. :)

Anonymous said...

Βгavo pοur http://wωw.
blogger.cοm, jе l'ai trouvé en cherchant "teengae" dans Google, si vous voulez connaitre toute mon actualité, c'est là:
http://www.nabila-allo.com/.
Une video en cadeau vous attend sur la page d'accueil. A bientot. <3 Carey