საფრანგეთში მორიგი საკანონმდებლო რევოლუცია განხორციელდა. სულ მალე ექსპერტების, ჟურნალისტებისა თუ ნეგოციანტების ყურადღება ბორდოს ახალი ღვინოებისკენ იქნება მიმართული.
პირველად ბორდოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ღვინოების წარმოების შესაძლებლობა ჩნდება. სახელწოდება Vin de Pays de l’Atlantique (ადგილობრივი ღვინო ატლანტიკის რეგიონიდან) დამტკიცებულია 2006 წლის მთავრობის დეკრეტით. საკანონმდებლი ცვლილებები ხორციელდება ფრანგული ღვინის კულტურის რესტრუქტურიზაციის მიზნით, ავსტრალიის, კალიფორნიის, ჩილესა და სამხრეთ აფრიკის ღვინოების კონკურენციისგან თავდასაცავად.
"ბორდო ერთადერთი რაიონია საფრანგეთში, სადაც ადგილობრივი ღვინოები არ იწარმოებოდა, - აცხადებს პიერ კამბარი, Vin de Pays de l’Atlantique-ის ხელმძღვანელი, - ჩვენ გადავწყვიტეთ გავაუქმოთ ეს უსამართლო შეზღუდვები". ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ბევრი მეწარმე გადავა ახალ სტანდარტებზე და საფუძველს ჩაუყრის ახალი ბორდოს ღვინოების წარმოებას.
თუ ჩატარებული ღონისძიებები თავის მიზანს მიაღწევს - ფასის მიხედვით დაახარისხებს ადგილობრივ ღვინოებს და Bordeaux-სა და Bordeaux Superior-ს, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს ღვინის ხარისხზე და შემდგომ რეპუტაციაზეც. თუმცა, ახალი სამყაროს ქვეყნებში, და, აგრეთვე, ესპანეთში, კონკურენცია იაფფასიან ღვინოებზე ჯერ ისევ დიდია.
© „მარანი“
No comments:
Post a Comment