Thursday, 17 January 2008

ღვინის კოლექცია 7 მლნ. დოლარად


ჩიკაგოს აუქციონზე ახალი რეკორდი დამყარდა. არნახულ ფასად - 7.1 მლნ. დოლარად გაიყიდა ღვინის რარიტეტების კოლექცია. კოლექცია 1876 ლოტისგან შედგებოდა და ეკუთვნოდა სტივენ ვერლინს, რომელიც გასული წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ვერლინი გახლდათ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცნობილი ღვინის რესტორნის, Veritas-ის თანამფლობელი. აუქციუნზე ყველაზე დაძაბული ბრძოლა 6-ლიტრიან იმპერიალ Pertus 1990-სთვის გაიმართა, რომლის ფასმა 59 750 დოლარს მიაღწია. აუქციონზე წარმოდგენილი იყო იმპერიალი Chateau Mouton Rothschild 1947 და ნაბუქოდონოსორი (15 ლიტრი) Domaine Ramonet Montrachet 1992. თითოეული მათგანი 53 775 დოლარად გაიყიდა. სხვა რარიტეტებს შორის იყო Chateau Lafite Rothschild 1870, Chateau Latour 1929 და Chateau Haut-Brion 1945.

© „მარანი“

No comments: