Tuesday, 18 September 2007

მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ღვინოები (1) 1978 La Tâche - Domaine de la Romanée-Conti


ამ მამულის (Domaine) ღვინოები მთელს მსოფლიოშია განთქმული და ძალზე ძვირიც ღირს. La Tâche -ს რობერტ პარკერმა საუკეთესო ბურგუნდიული უწოდა, ჰიუონ ჰუკმა კი (Huon Hooke) კეთილსურნელების, დახვეწილობისა და ბალანსის განსახიერება. ყურძენი, რომლისგანაც ამ ღვინოს წურავენ, სულ 6 ჰექტარზე მოდის და წელიწადში მხოლოდ 1 880 ყუთი ისხმება. ღვინო ხშირად ჩნდება ხოლმე სხვადასხვა აუქციონზე, სადაც ზოგჯერ 76 000 დოლარსაც კი იხდიან მასში (წელიწადს გააჩნია).აღწერა: კენკრის ჩირის დახვეწილი სურნელი გამოარჩევს, ასევე ნუგასა და კარამელის ტონები. ღვინო საშუალოდ სხეულიანია, ხანგრძლივი ფინალით. პიკს 15-20 წლის შემდეგ აღწევს.

1 comment:

Anonymous said...

eg Rvino iCiTeba erT filmSi, al paCino tamaSobs.