Saturday 1 March 2008

ავეჯი ბოთლებისაგან



კალიფორნიულმა ღვინისმწარმოებელმა ფირმა Carlo Rossi-მ ახალი პროექტი წამოიწყო - დეკორატიული ავეჯის დამზადება. დეკორაციებისათვის გამოყენებული ელემენტები ჩვეულებრივი ღვინის ბოთლები და დოქებია.
ასეთმა ექსტრავაგანტურმა გამოგონებამ მალე ჟურნალისტების ყურადღებაც მიიპყრო. ამჟამად, Carlo Rossi Jug Simple დარეგისტრირებულია, როგორც საავტორო ავეჯის სავაჭრო ნიშანი.
ფირმის სლოგანია - "გააკეთე რამე" (Make Something). "რა შეიძლება იყოს მეგობრებთან ერთად თითო ბოთლი ჩემი ღვინის დალევაზე უკეთესი? - გვეკითხება ფირმის დამფუძნებელი კარლო როსი და პასუხიც მზად აქვს, - მორჩენილი ჭურჭლის გამოყენებაზე ზრუნვა".

© „მარანი“

No comments: