Saturday 1 March 2008

მეღვინეობის მსოფლიო რუკა ფართოვდება


მეღვინეობის მსოფლიო არეალი ამ ბოლო წლებში თანდათან ფართოვდება. ამჟამად ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს ისეთებიც შეემატა, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, კანადა, მექსიკა და ბელგია. ეს ცვლილებები გახდა საფუძველი მეღვინეობის ატლასის ახალი, მეექვსე გამოცემისათვის - The World Atlas of Wine.
მეღვინეობის ახალი კერების წარმოქმნა სხვადასხვა ფაქტორებით აიხსნება, მათ შორის, გლობალური დათბობით, ან, ირიგაციის ტექნოლოგიების გაუმჯობესებით და სხვ. ახალ წიგნში მოხვდნენ ისეთი ქვეყნებიც კი, სადაც ადრე საერთოდ არ იყო მეღვინეობა, ან კიდევ, თუ იყო - ძალიან უმნიშვნელოდ.
ექსპერტები ჯენსის რობინსონი და ჰიუ ჯონსონი, რომლებიც მეექვსე გამოცემაზე მუშაობდნენ, ამტკიცებენ, რომ დღეისათვის ტაილანდი, ვიეტნამი, ბოლივია, ეკვადორი, კენია, ნამიბია და შრი-ლანკა საკმაოდ ღირებულ ღვინოს ამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მონაცემებით 1998-2004 წლებში ღვინის წარმოება 14%-ით გაიზარდა. The World Atlas of Wine-ს პირველი გამოცემა, 1971 წელს, იყო 236 გვერდიანი, ამჟამინდელი კი - თითქმის 400 გვერდს ითვლის.

© „მარანი“

No comments: