Wednesday 19 September 2007

შეინახეთ ღვინო ზღვაში



ამასწინათ საფრანგეთის საპორტო ქალაქ სენ-მალოში ღვინის ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა ექვსი ბოთლი Anjou Village de Brissac-Quince-ის სადეგუსტაციოდ, ამათგან 4 ბოთლი ერთი წლის განმავლობაში ზღვის ფსკერზე ინახებოდა. ეს გახლდათ ახალი ექსპერიმენტის ნაწილი, რომელსაც ატარებდა საფრანგეთის ღვინის მოყვარულთა ასოციაცია და რომლის მიზანიც იყო დაედგინათ, თუ რა გავლენას მოახდენდა ზღვა ღვინის ხარისხზე.წყლის ფსკერზე სულ ექვსასი ბოთლი მოათავსეს. შეფუთული ბოთლები ხის ყუთებში ჩაალაგეს, ისე რომ ეს ბოთლები კარგად განბანილიყო ზღვის წყალში. დეგუსტაციის ერთ-ერთი მონაწილე კრისტოფ დავო აცხადებს, რომ ზღვაში შენელებულია წითელი ღვინოების განვითარების პროცესები და ეს ღვინოები შენახვის უფრო დიდი პოტენციალით ხასიათდება.596 ბოთლი აუქციონზე გაიყიდა. შემოსული თანხა გადაეცა ზღვის გადარჩენის საზოგადოებას და ღარიბთა და უპოვართა საქველმოქმედო ორგანიზაციას.

No comments: