Wednesday 26 September 2007

მევენახე ავთო ყალაბეგაშვილმა მსხმოიარე ვაზი აჩეხა



გურჯაანში კახელმა გლეხმა ნახევარ ჰექტარზე გაშენებული მსხმოიარე ვაზი (საფერავი) საკუთარი ხელით, პროტესტის ნიშნად აჩეხა.
მევენახე ავთო ყალაბეგაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ მის მიერ მთელი წლის განმავლობაში ვენახის მოვლისთვის გაწეულ ხარჯს, შემოსავალი ვერ აანაზღაურებდა.
გლეხები ამბობენ, რომ ყურძნის ფასი ყოველწლიურად მცირდება და ერთ კილოგრამ საფერავში 50 თეთრზე მეტს არავინ იხდის. მევენახეებმა სახელმწიფოსგან ვერც კრედიტები მიიღეს.


Imedinews

3 comments:

Anonymous said...

დიდი ხანია ასეთი საცოდაობა არ მინახავს.
ცრემლი ძლივს შევიკავე.
სადა ვკვდებით აზრზე ხართ? :(

მალხაზ ხარბედია said...

მეც ეგრე ვიყავი, გული გამისკდა ლამის.

Anonymous said...

ise marTla saSinelebaa, kombosto larnaxevari Rirdes da saferavi (kvelaze magari rame, rac ki qarTul miwaze mosula) 50 TeTri.