Wednesday 19 September 2007

საფრანგეთი პირველობას თმობს



2005 წლამდე საფრანგეთი, ღვინის მოხმარების მიხედვით, `მსოფლიოს ჩემპიონად` ითვლებოდა. ახლა კი ფრანგები მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ აშშ-სა და იტალიის შემდეგ. ამას ადასტურებს სპეციალური გამოკვლევა, რომელიც ტარდება ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოში უდიდესი გამოფენა-გაყიდვის - `ვინექსპოს` დაკვეთით. ამ სამი ქვეყნის გარდა, ხუთეულში გერმანია და დიდი ბრიტანეთი მოხვდა.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2001-2005 წლებში საფრანგეთში ღვინის მოხმარებამ 11,09%-ით დაიკლო და 30,155 მლნ. ჰექტოლიტრი შეადგინა, ანუ 4 მილიარდი ბოთლი. `ვინექსპოს` გენერალური დირექტორის - რობერ ბეინის აზრით, 2005-2010 წლებში საფრანგეთში კვლავ არის მოსალოდნელი ღვინის მოხმარების კლება და, სავარაუდოდ, იგი 8,57%-ს შეადგენს. ეკონომისტთა აზრით, ეს გამოწვეულია ცხოვრების წესების ცვლილებით - ახალგაზრდობა უფრო ხშირად უპირატესობას მაგარ სასმელს ანიჭებს.

No comments: