Thursday, 20 September 2007

ნატალი მაკლინის რჩევები



ნატალი მაკლინი (Natalie Maclean), ღვინის ცნობილი კრიტიკოსი, თავის საიტზე აქვეყნებს ღვინოების ნუსხას შესაბამისი სასურველი კერძებითურთ.ნატალი მაკლინის აზრით, თანამედროვე სამზარეულო და ახალი არატრადიციული ღვინოები მეტი თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა. ამის გამო, საყოველთაოდ ცნობილი წესები - თეთრ ღვინოებს თეთრხორციანი კერძი მოუხდება, ხოლო წითელ ღვინოს - წითელხორციანი, უკვე კარგავს მნიშვნელობას.კულინარული შესატყვისობების სისტემა მოიცავს არა მარტო ყოველდღიურ საკვებს, არამედ მეტად რთულ ვეგეტარიანულ კერძებსა და აღმოსავლურ სამზარეულოს, ყველს, დესერტებს. ნატალი მაკლინი კორეულ კერძებთან, გამონაკლისის გარეშე, გვთავაზობს პინო ნუარს, ხოლო პეკინურად დამზადებულ იხვთან - გევიურცტრამინერს.

1 comment:

kosta said...

qalebma mokled sadaveebi aiRes... jensis robinsoni da a.S.