Friday 18 January 2008

კოქტეილი 70 ათას დოლარად


ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული დახურული ღამის კლუბი "მოვიდა" უნიკალურ საშობაო სასმელს გვთავაზობს. ეს სუპერკოქტეილი კაცს ნამდვილად თავბრუს დაახვევს, ოღონდ არა სიმაგრის, არამედ ფასის გამო.
სასმელ "იდეალის" ერთი ბოკალი 35 ათასი ფუნტი ღირს. ეს საკმარისი თანხაა ახალი პორშეს შესაძენად, ანდა გულის ტრანსპლანტაციისთვის.
სასმელის შემადგენლობაში შედის ნახევარი ბოთლი შამპანური "ბროლის ვარდი", კონიაკი "ლუი XII", ყავისფერი შაქარი და აგრეთვე 24 კარატიანი ოქროს ფურცელი. თუმცა სიძვირის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბროლის ბოკალის ფსკერზე ბრილიანტის თვლიანი პლატინის საქორწინო ბეჭედი დევს.
ასე რომ, 35 ათასი ფუნტი საკმარისია იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს ორიგინალურად სთხოვოთ ხელი.

© „მარანი“

No comments: