Tuesday 8 January 2008

საშობაო ლუდი


საშობაოდ ჩეხეთის არაერთი ლუდსახარში გვთავაზობს სადღესასწაულო ლუდს. ბუდევიცეს ლუდის ქარხანამ Budvar დღესასწაულისთვის დაამზადა ლუდი სპეციალური შეფუთვით. შეფუთვა შეიცავს ცხრა ცალ ნახევარლიტრიან ბოთლს - ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ შობა ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად აღნიშნო.
ლუდსახარშები Litovel და Holba მომხმარებელს ღია ფერის ლუდს სთავაზობენ, 6%-იანს, დღესასწაულივით მსუბუქს. ლიტოველის ქარხანამ აგრეთვე დაამზადა ლუდის სპეციალური სახეობა - 13,51%-ანი. ციფრი 1351 შემთხვევითი არაა: ესენიცის მთის მასივის ერთ-ერთი მთის სიმაღლე სწორედ 1351 მეტრია.

© „მარანი“

No comments: