Monday 14 January 2008

ცვლილებები ბურგუნდიის აპელასიონების სისტემაში


ძნელი წარმოსადგენია, რომ საფრანგეთის ყველაზე კონსერვატიულ რეგიონში ცვლილებები მოხდებოდა, მაგრამ მოხდა. დასახელების წარმომავლობის ეროვნული ინსტიტუტი (INAO) აპირებს ზოგიერთი აპელასიონის საზღვრების ან სტატუსის შეცვლას. ცვლილების მიზანი იმ მეღვინეთა დახმარებაა, რომელთა ვენახებიც ნაკლებად არის ცნობილი.
INAO-მ უკვე გამოაცხადა ვოლნეს ხუთი premier cru-ს გაერთიანების შესახებ. ნიადაგის ანალიზმა გვიჩვენა, რომ გაერთიანებული ნაკვეთები ერთმანეთის იდენტურია. საერთოდ, ბურგუნდიის ვენახების სტატუსის ან დასახელების შეცვლა იშვიათად ხდება. მოცემულ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება განაპირობა ვოლნეს premier cru-ს რაოდენობამ (30-ზე მეტი), რომელთაგან ყველა კარგად ცნობილი არ არის. კლასიფიცირებულ ვენახთა რიცხვის შემცირება მომხმარებელს არჩევანს გაუადვილებს.

© „მარანი“

No comments: