Saturday 12 January 2008

რარიტეტული ვისკი


Macallan-ი მომხმარებელს ვისკის ორიგინალურ კოლექციას სთავაზობს. ექვსი ბოთლი სპეციალურ "კაბინაშია" განლაგებული. დიზაინი Viscount Linley-ს ეკუთვნის.
კაბინაში მოთავსებულია მსოფლიოში უძველესი ვისკის ნაკრები. აქ წარმოდგენილია ერთალაოიანი ვისკი კოლექციიდან Macallan’s Fine & Rare Collection, სადაც შესულია 1937, 1940, 1948, 1955, 1966 და 1970 წლის მოსავლის ვისკი.
ვისკის ეგრეთწოდებული კაბინა ხელნაკეთია და დამზადებულია მუხისგან. ფიქრობენ, რომ ვისკისთან ერთად ეს კაბინაც საკოლექციო ნივთად იქცევა და მომავალში დიდ შემოსავალს მოიტანს.

© „მარანი“

No comments: