Tuesday 8 January 2008

ყველაფერი ყირამალა


ექსტრავაგანტული ჰოლანდიელი დიზაინერები Viktor&Rolf საახალწლოდ შამპანურის დალევის ახალ მეთოდს გვთავაზობენ. ამისათვის მათ შამპანურის ექსკლუზიური ჭურჭელი შექმნეს: ბოკალები, ბოთლი და სათლი ყინულისთვის. ნაკრების თავისებურება ისაა, რომ ჭურჭელი თავდაყირაა გადმობრუნებული - ფსკერით ზემოთ.
უნიკალური კოლექცია გაიყიდება მსოფლიოს უმსხვილეს უნივერმაღებში.

© „მარანი“

No comments: