Tuesday 15 January 2008

ლუდ-შამპანური "უიღბლობა"


ბელგიური ლუდსახარში კომპანია De Landtsbeer აპირებს თავისი ლუდის ეტიკეტზე მიუთითოს, რომ ეს ლუდი შამპანურის თანრიგს განეკუთვნება. ამის უფლება კომპანიამ ევროპის სასამართლოში მოიპოვა. საუბარია ე.წ. ლუდ-შამპანურზე, სახელწოდებით "უიღბლობა", რომელიც მზადდება ცქრიალა ღვინოების წარმოების მეთოდით.
ფრანგი შამპანურის მეწარმეები ბელგიელი ლუდის მხარშველებისგან მოითხოვდნენ გამოერიცხათ ნებისმიერი შედარება "ქარვისფერი სასმელისა" მათ ტრადიციულ სასმელთან. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს მოთხოვნა არაკანონიერია.
© „მარანი“

No comments: