Monday 7 January 2008

წითელი ღვინო აბებში


კომპანია NFI Consumer Products, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სამომხმარებლო საგნებს, აგრეთვე საკვების, სამკურნალო და კოსმეტიკურ დანამატებს, იწყებს ახალი პროდუქტის - ანტიოქსიდანტური დანამატის Resveratrol Complete-ს გამოშვებას და გაყიდვას აშშ-ში. ეს არის პირველი საკვებდანამატი, რომელიც წარმოადგენს "წითელი ღვინის ალტერნატივას".
სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად Resveratrol Complete შეიცავს რეზვერატროლს, ნივთიერებას, რომელიც უხვადაა წითელ ღვინოში. რესვერატროლს შეუძლია თავიდან აგვაცილოს კიბო, გულის დაავადებები, ინსულტები, შაქრიანი დიაბეტი, ალცჰაიმერის დაავადება. რესვერატროლი სიბერის უებარ წამლადაც მიიჩნევა.

© „მარანი“

No comments: