წელს ღვინის მოყვარულებს პირველად ეძლევათ შანსი გასინჯონ ვარდისფერი ბოჟოლე ნუვო. "ბოლო ხანებში საფრანგეთში მოდაშია ვარდისფერი ღვინო, ამიტომაც ვცადეთ ვარდისფერი ბოჟოლეს დამზადება", - აცხადებენ ბოჟოლეს მწარმოებელთა პროფესიულ ორგანიზაციაში.
მოთხოვნა ვარდისფერ ბოჟოლეზე იაპონიიდან მოვიდა, სადაც ეს ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ვარდისფერი ბოჟოლე იმავე ჯიშის ყურძნისგან მზადდება, რისგანაც "კლასიკური", ესაა თეთრი რბილობის მქონე შავი ყურძენი გამე.
წელს ახალი სასმელი შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება - 2,2-3 ათასი ჰექტოლიტრი (400 ათასი ბოთლი). უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკურ ბოჟოლეს წელიწადში 375 ათას ჰექტოლიტრს აწარმოებენ (50 მლნ ბოთლი).

© „მარანი“
No comments:
Post a Comment