ცნობილმა ფრანგმა ენოლოგმა, ულტრამოდული და რეიტინგული ღვინოების ავტორმა, მიშელ როლანმა გადაწყვიტა მთელი თავისი პროდუქციის გაყიდვა საკუთარ ნეგოციანტურ კომპანიას მიანდოს. კომპანია The Rolland Collection უკვე შეუდგა მუშაობას. მის დირექტორად როლანის სიძე, დევიდ ლესაჟი დაინიშნა. კომპანიას სურს კლიენტებთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეს. საკუთარი დისტრიბუციის პირობებში კი ეს უფრო ადვილი შესაძლებელია, - აცხადებს ლესაჟი. კომპანიის კოლექციაში შევიდა შემდეგი ღვინოები: ბორდოს Chateau La Bon Pasteur (Pomerol), Chateu Bertineau Saint Vincent (Lalade de Pomerol), Chateau Rolland-Maillet (Saint Emilion), Chateau Fontenil (Fronsac), Chateau La Grande Clotte (Lussac Saint Emilion), Yacochuya და Val de Flores არგენტინიდან, Bonne Nouvelle და Remhoojte სამხრეთ აფრიკიდან და ესპანური Campo Eliseo ტოროდან.
© „მარანი“
No comments:
Post a Comment