საბერძნეთის ტერიტორიაზე მკვლევარებმა დასრესილი ყურძნის ნარჩენები აღმოაჩინეს. ეს ნარჩენები 6,5 ათასი წლისაა. არისტოტელეს უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს არ ყოფილა უბრალო ქიშმიში, რომ დაჭყლეტილი ყურძნის მარცვლები ღვინის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ყურძენი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ველური, ისე კულტივირებული.
ამავე ადგილას არქეოლოგებმა ორყურიანი ფიალები და დოქები იპოვეს. ყველაზე ძველ ღვინოდ ითვლება ბრინჯის ღვინო, ჩინეთში აღმოჩენილი. მისი ასაკი 9 ათასი წელია. ის აგრეთვე შეიცავს თაფლის და ხილის ნარჩენებს. თუ დამტკიცდა, რომ საბერძნეთში აღმოჩენილი დაჭყლეტილი ყურძნისგან მართლაც ღვინო მზადდებოდა, მაშინ ეს იქნება რიგით მეორე ყველაზე ძველი ყურძნის ღვინო მსოფლიოში. შეგახსენებთ, რომ ირანში აღმოჩენილი დოქი ყურძნის ღვინისთვის, ძვ. წ. მე-6 ათასწლეულით თარიღდება.

© „მარანი“
No comments:
Post a Comment