Saturday, 29 December 2007

ავსტრალიური ღვინის ექსპორტი იზრდება


ავსტრალიის ღვინისა და ბრენდის კორპორაციის (Australian Wine and Brandy Corporation) მონაცემებით უკანასკნელ წელს ავსტრალიური ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა და შეადგინა 277,3 მლნ. ლიტრი (61 მლნ. გალონი), ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 4%-ით მოიმატა და თითქმის 2,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მწვანე კონტინენტიდან ღვინის მთავარი იმპორტიორია აშშ, რომელმაც 795 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო შეისყიდა, მეორე ადგილზე - დიდი ბრიტანეთი (779 მლნ), ხოლო მესამეზე - კანადა (205 მლნ დოლ.).
აქვე აღინიშნა, რომ ექსპორტზე მოთხოვნილება ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვის ზრდამ გამოიწვია.

© „მარანი“

No comments: