Tuesday, 19 February 2008

საუკეთესო ჩეხური ლუდი - 2007


ჩეხეთში წლის საუკეთესო ლუდის კონკურსი ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო 77 სახეობის ლუდი. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ სპეციალისტები 24 ლუდსახარში ქარხნიდან. წარმოდგენილი ლუდები შეფასდა ალკოჰოლის შემცველობითა და, რა თქმა უნდა, გემოთი. შეჯიბრი 5 ნომინაციაში ჩატარდა. ყველაზე მძაფრი ბრძოლა გაჩაღდა ღია ფერის ლაგერებს შორის, რომელშიც მონაწილეობდა 29 დასახელების ლუდი. გამარჯვება Starobrno Medium-ს (ლუდსახარში Starobrno) ხვდა წილად. ღია ფერის ჩამოსასხმელი ლუდის ნომინაციაში, სადაც 20 დასახელების ლუდი მონაწილეობდა, პირველობა Branik Svetly-მ მოიპოვა (პრაღის ლუდსახარში ქარხანა Staropramen). მუქი ფერის ლუდებიდან პრიზი მოიპოვა Primator Premium Dark-მა (ლუდსახარში Nachod), ხოლო მუქი ჩამოსასხმელი ლუდებიდან - Janacek Tmave-მ (ლუდსახარში Janacek). საუკეთესო უალკოჰოლო ლუდის ტიტული Bernard Free-ს (ლუდსახარში Bernard) ერგო.

© „მარანი“

No comments: