Wednesday, 13 February 2008

ახალი ღვინო ბერძნული კომპანიისგან

ცნობილი ბერძნული ღვინის კომპანია "ხაძიმიხალისი", რომლის მიზანია მცირე ვენახების პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალ ღვინოს გვთავაზობს.
ლოკრიდის ერთ-ერთ რაიონში, რახესში, 350 მეტრის სიმაღლეზე დაახლოებით 2 ათას კვადრატულ მეტრზე მოჰყავთ სოვინიონ ბლანი. მოსავალი არ აღემატება 600 კგ-ს 100 კვ.მ-ზე. აქაური ვენახი კარგად ინარჩუნებს საჭირო ტენიანობას, რადგან დილაობით ეს ადგილი მუდამ ნისლის საბურველშია გახვეული. აქედან მოდის ღვინის სახელწოდებაც - Fumees (კვამლი) de Sauvignon.
ღვინოს 228 ლიტრის მოცულობის ფრანგულ მუხის კასრებში ათავსებენ. კასრში სასმელი 10 თვის მანძილზე მწიფდება და საუცხოო გემოს იღებს. Fumees de Sauvignon-ი თეთრია, მოოქროსფრო შეფერილობით. დასაშვებია მისი 6-7 წელი დაძველება. ჩამოისხმება შეზღუდული რაოდენობით.
© „მარანი“

No comments: