Monday, 4 February 2008

აურზაური სარეკლამო რგოლის ირგვლივ


იმ დროს, როდესაც მთელი ავსტრია აქტიურადაა ჩართული მოზარდთა ალკოჰოლიზმის პრობლემების მოგვარების საკითხებში, ორშაბათ დილის სარეკლამო რადიორგოლს ექიმებისა და პოლიტიკოსების კრიტიკის ქარიშხალმა გადაუარა. ღვინის ინდუსტრიის ეს რეკლამა ქება-დიდებას ასხამს ტრადიციულ ავსტრიულ ღვინო Gruener Veltliner-ს, როგორც იდეალურ ანტიდეპრესანტს ორშაბათ დილით გუნება-განწყობილების გამოსასწორებლად.
ხალხის გულის მოსაგებად ავსტრიის მეღვინეებმა წარმოადგინეს "თავიანთი პოზიციის მემორანდუმი", სადაც გმობენ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას და მის ნეგატიურ ზემოქმედებას საზოგადოებაზე, განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოზარდებზე.
მემორამდუმში, ამასთანავე, ზედმიწევნით არის აღწერილი ღვინის მოხმარების დადებითი შედეგები, ღვინის როლი ავსტრიულ ყოველდღიურ სამზარეულოში, მისი უდიდესი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა, როგორც ჰედონისტური ცხოვრების წესის სიმბოლოსი.

© „მარანი“

No comments: