წლევანდელი წელი უამინდობის გამო არცთუ ისე კარგი აღმოჩნდა ინგლისელი მეღვინეებისთვის. მაგრამ მთავარი პრობლემა დიდ ბრიტანეთში წარმოებისთვის არასაკმარისი ბოთლები აღმოჩნდა.
ბოთლების უკმარისობა შესაძლოა საფრანგეთსაც შეეხოს, ამიტომ ფრანგები უკვე მოელაპარაკნენ ცნობილ ბოთლის მწარმოებელ კომპანიებს, როგორიცაა Saint Gobain და OI (Owens-Illinois).
ფრანგებმა ინგლისელებსაც კი დაასწრეს, ჰოდა, ინგლისელთა შეკვეთები დაგვიანებული აღმოჩნდა.
სასექსის საგრაფოს ცნობილი ღვინის საწარმოს, Bookers-ის ერთ-ერთი მეწარმე აღნიშნავს, რომ ბოთლები, რომელთა შოვნაც მათ მოახერხეს, მოსალოდნელზე ძვირი აღმოჩნდა, გარდა ამისა, ისინი მძიმეა და საჭიროზე ოდნავ მაღალი. ყოველივე ეს აისახება შენახვაზე, შეფუთვასა და ტრანსპორტის ხარჯებზე.

© „მარანი“
No comments:
Post a Comment