მალხაზ ხარბედია
ისტორია
ეტიკეტი მაშინ გაჩნდა, როცა ღვინის ტრანსპორტირება და ბოთლებში შენახვა დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი სერიული ეტიკეტი 19-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთში გასაგზავნ თავისი შამპანურების პარტიას ნიკოლ კლიკო-პონსარდენმა მიაკრა, სახელოვანი კლიკოს ქვრივმა, მანამდე კი ღვინოს კასრებში ინახავდნენ, სუფრასთან კი გრაფინებითა და დეკანტერებით მოჰქონდათ, სადაც შიგთავსის სახელწოდებაც იყო მითითებული. დეკანტერებისთვის ეტიკეტს ძვირფასი მასალისგან აკეთებდნენ – ვერცხლისგან, ტყავისგან და ემალისგან. ასეთი ეტიკეტები ძალიან პოპულარული იყო გასულ საუკუნეში და 50-იან წლებში კოლექციონერებმა ასოციაცია Wine Label Circle-იც კი შექმნეს.
ადრე ბოთლებზე გრავიურებსაც აკრავდნენ და ბეჭედსაც არტყამდნენ, პირველი ნამდვილი ეტიკეტი კი, როგორც ამბობენ, პირველი შამპანურის, დომ პერინიონის (Dom Perignon) ბოთლზე მიუკრავთ. ერთი სიტყვით, ქაღალდის იარლიყები 18-ე საუკუნეში შემოვიდა ხმარებაში, ჯერ მარტივი, ხელნაწერი იარლიყები, შემდეგ, ლითოგრაფიის გამოგონებასთან ერთად, შედარებით რთულებიც, თუმცა ბოლო დროის წინსვლები (მსოფლიო ბაზარი იგულისხმება, რა თქმა უნდა) მაინც ყველანაირ ზღვარს სცილდება.
დღევანდელი ეტიკეტის ფორმა 19-ე საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ წარმოების ადგილი ჭურჭელზე პირველად XVII-XVIII-ის მიჯნაზე მიაწერეს. ასეთი "უცნაურობა" კარგა ხანს რჩებოდა გამონაკლისად, 1820 წელს კი შამპანურის მწარმოებლებმა ის ნორმები შეიმუშავეს, რომლებიც დღესაც ამკობენ ბოთლებს.
ძველ დროში ეტიკეტიანი სასმელი გაცილებით ძვირი ღირდა და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შამპანური ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა ღვინის ეტიკეტს, სიახლითაც და მრავალფეროვნებითაც. ამის გამოც იყო, რომ ასწლეულის მანძილზე (1920-იან წლებამდე) შამპანურის გაყიდვებმა წარმოუდგენლად იმატა.
ეტიკეტი მუდამ იცვლიდა ფორმას: კვადრატული, ოვალური, მრგვალი, ტრაპეცია, ვაზის ფოთლის, ყურძნის მტევნის, გვირგვინის ფორმის… შავი ტონები ფერადით იცვლებოდა, თეთრი კი ოქროსფერით, დეკორი თითქმის ყოველწლიურად სხვაფერდებოდა, ვინიეტები, ორნამენტები, გირლანდები. ცხოველთა სიმბოლიკა - ვენეციური ლომები, არწივები, ჯიხვები. ანგელოზები, გრაციოზული სილფიდები, ვენერა და ბაკქი ქალები და რაც მთავარია, პეიზაჟები თუ ცნობილი პერსონაჟები. ამაზე ქვემოთაც ვიტყვით, უბრალოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ეტიკეტის ისტორია, ერთი მხრივ ამა თუ იმ მხატვრის ინდივიდუალურ ნიჭზე იყო დამოკიდებული, მეორე მხრივ კი გარკვეული საერთო კოდის შემუშავებაზე იყო მიმართული.
ღვინის ეტიკეტის ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როცა საქმეში ცნობილი მხატვრები ერევიან ხოლმე. მაგალითისთვის Château Mouton Rothschild, და შამპანურები Perrier-Jouet და Taittinger-იც გამოდგება (საქმე ისაა, რომ როტშილდის შატოსთვის მირო, პიკასო, კანდინსკი, შაგალი, ბალთუსი, ბრაკი, ბეკონი, უორჰოლი და მრავალი სხვა გენიალური ფერმწერი ხატავდა). მხატვრული მრავალფეროვნება დღესაც იგრძნობა, თუმცა "კლასიკაზე" თვალგაჩვეული ადამიანი მალე აღმოაჩენს ხოლმე სიყალბეს ეტიკეტის კითხვისას, ანდა პირიქით, დარწმუნდება, რომ ხელში ნამდვილი ღვინო ჩაუვარდა და არა სუროგატი.
წლების განმავლობაში ღვინის სამყაროში მთავარ კანონად მაინც სისადავე იქცა. კარგ ღვინოს უბრალო, დახვეწილი იარლიყო უნდა ჰქონოდა, და ასეთი მოკრძალებული გარეგნობა თითქმის ხარისხის გარანტიად აღიქმებოდა. ბორდოს მკაცრი ეტიკეტები გრავიურით ან საოჯახო გერბით შემკული ბურგუნდიული ეტალონად მიიჩნეოდა, რომელსაც ყველა ღვინის მწარმოებელი ითვალისწინებდა.
ასეთ რამეებზე პირველად შამპანურის მწარმოებლები შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ ბოთლზე ღვინის წარმოშობა, მწარმოებლის სახელი და ადგილი მითითებულიყო. მაშინ ყველაზე გავრცელებული გეოგრაფიული დასახელებები იყო Ay, Sillery, Verzenay, Bouzy, Cumieres, Pierry, Cramant, Avize, რომელსაც იქვე მიწერილი ჰქონდა "ცქრიალა", ანდა გამოთქმები Fleur de..., Creme de... ეტიკეტზე თავად მწარმოებელი აწერდა ხელს, შემდეგ კი ადგილიც ზუსტდებოდა.
19-ე საუკუნეში შამპანურით მოვაჭრეები ძირითადად რეიმსსა და ეპერნეში იყვნენ თავმოყრილები, ამიტომ ეს ქალაქები ყველაზე ხშირად ჩნდებოდა ეტიკეტებზე. მოსავლის წელი პირველად 1834 წელს მიუთითეს, საუკუნის დასასრულს კი უკვე მთელი რიგი განმასხვავებელი ცნებებიც გაჩნდა: Tisane de Champagne, Oeil de perdrix, Cuvee reservee, Carte Blanche, Extra-Superieur, Selection; Gout amercain, Gout russe (ამ უკანასკნელს, 1974 წლიდან მოყოლებული, უკვე Brut-ს ან Sec-ს (მშრალი) უწოდებდნენ).
შემდეგ იყო მთელი რიგი კანონებისა ღვინისა და შამპანურის შესახებ (1911, 1919, 1921, 1934, 1936, 1952, 1968 და 1972 წლებში) და გაფორმებისა და ღვინის ხარისხისა თუ შემდგენლობის საკითხები საბოლოოდ დადგინდა.
დღეს
ახლა სრული ქაოსია, თუკი ადრე ღვინის სახელი ყურძნის ჯიშზე ან მოყვანის ადგილზე იყო დამოკიდებული, ახლა შეიძლება მწარმოებლის, მისი შვილიშვილის ან სულაც მისი საყვარლის პატივსაცემად დაარქვან ღვინოს სახელი. მკითხველი თავად იპოვის ასეთ ღვინოს ჩვენს მაღაზიებში, მე ჩამოთვლას არ შევუდგები, თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ევროპაში ან ამერიკაში ხდება, იქ ხშირად ნახავთ ღვინოებს სახელწოდებით Fat Bastard (სქელი ნაბიჭვარი) ან Old Tart (ბებერი ბოზი), რასაც მარკეტოლოგები ძალიან მარტივად ხსნიან: უბრალოდ ახალ თაობას ასეთი სახელწოდების ღვინოები უფრო იზიდავს და ეგრევე იბნევიან, როცა რომელიმე Pichon Longueville Comtesse de Lalande ანდა Montrachet - Domaine de la Romanée-Conti-ს უხსენებ. უფრო მეტიც, კლასიკური სახელწოდებები და ეტიკეტები მათ ძველმოდურად ეჩვენებათ და ღვინოშიც ბევრი სიბრძნეს კი არა, გართობას ეძიებენ.
ღვინის მწარმოებელი ამ კონტიგენტს რა თქმა უნდა "კოჭს უგორებს", რადგან 20-30 წლის ახალგაზრდები სამომხმარებლო აუდიტორიის მნიშვნელოვან სეგმენტს შეადგენენ. ამის გამოა, რომ ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე უფრო იმატა ტკბილი და "არომატული" ღვინოების ხვედრითმა წილმა. ეტიკეტებიც შეიცვალა, უფრო ჭყეტელა გახდა, ნახატები კი ფრივოლური ან სულაც უხამსია, ზოგჯერ მყვირალა და უგემოვნო. ზოგიერთი იარლიყი მცირე ინფორმაციას მაინც გვაწვდის ღვინის შესახებ, მაგრამ ისეთებიც არის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ღვინოსთან.
ღვინის ახალ, ორიგინალურ ეტიკეტებში პირველ ადგილზე რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებია, აქ თითქმის ყველა ლეიბლის ენა ინგლისურია, თანაც მათ ტრადიციაც არ ამძიმებთ (ზოგმა ამერიკელმა არც იცის, რომ კალიფონიაში კარგ ღვინოს წურავენ). უცნაურია, მაგრამ მათ ევროპელი ღვინის მწარმოებლებიც ბაძავენ. მაგალითად, ზემოხსენებული Fat Bastard-ს სამხრეთ საფრანგეთში ასხამენ და ღვინის შემქმნელებმა ტიერი ბუდინომ და გაი ანდერსონმა უფრო ღვინისგან მიღებული შთაბეჭდილების გამო დაარქვეს სასმელს ასე. ამგვარი "იმპრესიონისტული" სახელები, სადაც ავტორის შთაბეჭდილება გადამწყვეტ როლს თამაშობს, საკმაოდაა, თუნდაც ღვინო Bloody Good White ("ძაან მაგარი თეთრი ღვინო"), რომელსაც კალიფორნიაში ასხამენ.
ზოგიერთი სახელწოდება ძალზე ორიგინარულად მიანიშნებს თავად ღვინოზე. მაგალითად Cats Pee on a Gooseberry Bush (კატის მიფსმული ხურტკმელის ბუჩქზე) ახალზელანდიურ სოვინიონს ჰქვია. ზოგიერთი კი სიტყვების თამაშზეა აგებული და ცოდნის გარდა მახვილგონიერებაც გჭირდებათ ამ ალკო-კალამბურების გასაგებად: Cardinal Zin-ს კალიფორნიული ჯიშის ყურძნისგან, ზინფანდელისგან წურავენ და მას კომპანია Bonny Doon ასხამს. გარდა იმისა, რომ ბოთლს ცნობილი მხატვრის, რალფ სტედმანის ნახატები ამშვენებს, ეს ღვინო რეალურ კარდინალზეც მიანიშნებს, მანილის არქიეპისკოპოს Zin-ზე.
ღვინის სახელის ამოსაცნობად ზოგჯერ დიალექტების (უფრო მეტიც, სოციოლექტების) ცოდნაც შეიძლება დაგჭირდეთ, მაგალითად ამათუიმ ღვინოს სხვადასხვა სახელი აქვს ლივერპულსა და მანჩესტერში, რომ აღარაფერი ვთქვათ ლონდონურ კოკნიზე, რადგან მთელი რიგი ტრადიციული ევროპული აპელასიონები ამ ქალაქში ძალზე უცნაურად ჟღერს: Goats do Roam (Côtes du Rhône), Goat Roti (Côte Rôtie), Goat Door (Côte d’Or) ან Bored Doe (Bordeaux).
მემგონი ყველასთვის გასაგებია ვინ იგულისხმება კალიფორნიულ Marilyn Merlot-ში, რასაც ვერ ვიტყვით Smoking Parrot-ის (მწეველი თუთიყუში) შესახებ, რის მიღმაც კიდევ ერთი ცნობილი ფრანგული აპელასიონი იმალება, თუმცა მის გამოსაცნობად აუცილებელია გავიხსენოთ, რომ თუთიყუშებს ინგლისში ძალზე ხშირად პოლის უწოდებენ, ჩავსვათ ეს სიტყვა Parrot-ის ნაცვლად, ვთარგმნოთ ფრანგულად და მივიღებთ Polly Fumé-ს, რომელიც თითქმის ისევე ჟღერს როგორც Pouilly-Fumé, შესანიშნავი ღვინო ლუარას ნაპირებიდან.
რადგან თუთიყუში ვახსენეთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე პოპულარული თემა დღეს ეტიკეტებისთვის ცხოველებია – არწივები, ირმები, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. ჩვენს დროში იმდენი ფაუნაა იარლიყებზე, რომ ზოოლოგია ბოთლებით შეგიძლია შეისწავლო (ფლორა ძირითადად ქალების სასმელს ამშვენებს, ტიპიური შემთხვევაა Duboeuf). ხშირია მულტფილმებისა და კინოს პერსონაჟები ეტიკეტზე, თუმცა არც ისე ხშირად შეხვდებით ლიტერატურულ გმირებს. ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ ზოგიერთი ღვინის საწარმო საქართველოში იმდენ ტყუილს აწერს ეტიკეტზე, რომ ღვინო სახელწოდებით "კვაჭი კვაჭანტირაძე" მათთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა.
არსებობს ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტები, ეტიკეტები, სადაც დეტალურადაა მოთხრობილი მწარმოებელი ქვეყნის ისტორია და ა.შ. ისეთებსაც შეხვდებით, ფერს რომ იცვლის ოპტიმალურ ტემპერატურაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, მოლაპარაკე იარლიყიც არსებობს, რომელზეც მეღვინის ხმაა ჩაწერილი.
რა თქმა უნდა, სჯობს კლასიკურ ბრენდებს მივეძალოთ ტრადიციული დიზაინით, თუმცა კი საქართველოში ვერც გაიგებ რა არის ტრადიცია - გარეჯის ბოთლის დიზაინი თუ ფიროსმანის ნახატებითა და ერმაკოვის ფოტოებით აჭრელებული ეტიკეტები. ამასწინათ ერთ ღვინის სარდაფში შევიარე და იქ ძალიან ცოტა ბოთლი აღმოვაჩინე მომხიბვლელი ეტიკეტით. სამწუხაროდ დატვირთული, მძიმე და გარკვეული აზრით უგემოვნო ეტიკეტები აქვთ ისეთ საწარმოთა ღვინოებსაც, კარგ ღვინოს რომ ასხამენ, "ღვინის კეთებაში" შემჩნეულ კომპანიებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. მეტ-ნაკლებად უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს ერთ-ერთი საწარმოს მიერ ჩამოსხმული "საფერავი" (როგორც ხედავთ, კომპანიის სახელებს პრინციპულად არ ვაზუსტებ, რეკლამაში ან ანტირეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს), რომელსაც გარედან შავ-თეთრი გრავიურა ამშვენებს, შიგნით კი 6 წლის ღვინო იკრებს ძალებს. იმედია გამოიცნობთ, რომელ საფერავზეა საუბარი, მთავარია 10 ლარიანი საფერავების თარო თავიდანვე გამორიცხოთ.
როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი
ღვინის ეტიკეტი უდიდეს ინფორმაციას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრეტიკეტიც საკმაოდ დატვირთულია, "სამოსელის" ზედაპირი მაინც ყველაზე მეტს გვიამბობს პროდუქტის შესახებ. ქვეყნების მიხედვით იცვლება ეტიკეტის "სისავსე" და კითხვადობა და მის გასაგებად ზოგჯერ ექსპერტის ჩარევაც კი ხდება ხოლმე საჭირო.
- მაგალითისთვის, ავიღოთ ფრანგული ღვინო და მწარმოებლის ქვეყნის მითითებით დავიწყოთ. ძირითადად ბოთლებს Produit en France აწერიათ და სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე შეიძლება ნახოთ ეს წარწერა (ყველაზე ხშირად ინგლისური Produce of France გვხვდება), თუმცა ასეთი წარწერა ექსპორტირებისას გამოიყენება, ქვეყნის შიგნით გაყიდულ ბოთლს კი შესაძლოა მხოლოდ აპელასიონის სახელი ეწეროს. მაგალითად ბურგუნდიულ "პასტუგრენს", რომელიც საფრანგეთში ვიყიდე, არაფერი აწერია ადგილწარმოშობის გარდა, ერთ-ერთ ბორდოს შატოს კი აპელასიონთან ერთად (იგივე AOC-ია, Appellation d'Origine contrélée, ანუ წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი დასახელება) მხოლოდ France აწერია.
- მეორე ნაბიჯია ალკოჰოლის შემცველობა % vol, რომელიც ღვინოებში საშუალოდ 8,5-სა და 15-ს შორის მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ 20°С-ზე 100 ლიტრ ღვინოში შესაბამისად 8,5 ან 15 ლიტრი სუფთა სპირტია.
ძალზე მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხობრივი კატეგორიზაცია, ასეთი კი საფრანგეთში 4 გამოიყოფა.
- ყველაზე დაბალი ხარისხისაა სუფრის ღვინოები (vins de table), რომლის წარმოებაშიც სხვადასხვა წარმოშობის (მათ შორის უცხო ქვეყნების) ღვინომასალები გამოიყენება, კუპაჟირებისას კი განსხვავებული წლის მოსავლებიც ირევა ერთმანეთში, რის გამოც ხშირად წელსაც არ აწერენ ხოლმე ბოთლს. ესპანურად - Vino de Mesa.
- ადგილობრივი ღვინოები (vins de pays) სულ უფრო მეტი მოწონებით სარგებლობს (ესპანეთში მას Vino de la Tierra-ს უწოდებენ), განსაკუთრებით ე.წ. ჯიშური ღვინოები, თანაც ჯიშის დასახელება ხშირად ეტიკეტზე გამოაქვთ, რაც არც ისე ხშირი შემთხვევა იყო საფრანგეთში. ყურძენს ამ ღვინისთვის გარკვეულ დეპარტამენტში (შესაძლოა რამდენიმე დეპარტამენტში ერთად) კრეფენ, რომლის სახელიც ეტიკეტზეა მითითებული (მაგალითად Vin de Pays des bouches de Rhône, vin de pays d’Oc და ა.შ.).
არსებობს, კიდევ, უმაღლესი კატეგორიის ღვინოები და აქ უკვე საქმეში ზემოხსენებული აპელასიონის ცნება ერთვება, რომელიც სარეგლამენტაციო სისტემას წარმოადგენს, კონკრეტულ ტერიტორიაზე დაწურული ღვინის ნამდვილობის გარანტიას რომ იძლევა.
- არსებობს ორი ტიპი ასეთი ღვინოებისა, უმაღლესი ხარისხის დელიმიტირებული ღვინოები (Appellations d’origine – Vins délimités de qualité supérieur, AOVDQS), რომელსაც ესპანეთში Denominacién de origen-ს უწოდებენ (DO) და წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი დასახელებები (Appellations d’origine contrélées, AOC), ანუ ესპანური Denominacion de Origen Calificada (DOC).
- იტალიაში აპელასიონის სახელწოდებას შეიძლება დაემატოს classico (ასე უწოდებენ აპელასიონის ცენტრალურ და საუკეთესო ნაწილს), რომლის კარგი მაგალითიც Chianti Classico-ა.
- აშშ-ში სამარკო ღვინოების აღმნიშვნელი ტერმინი American Viticultural Area (AVA) არასდროს გამოაქვთ ეტიკეტზე.
- ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულია, რომ წარმოების ზონები ეტიკეტებზე მხოლოდ მაშინ აღინიშნოს, როცა შემადგენელი ღვინომასალები მთლიანად იმ მხარეშია დაწურული. აშშ-სა და ავსტრალიაში ეს მაჩვენებელი 85%-ეა დაყვანილი, ჩილესა და სამხრეთ აფრიკაში კი 75% (ანუ ჩილეს შემთხვევაში ნებადართულია 25%, ვთქვათ, არგენტინული ღვინის გარევა).
- როცა ღვინო რომელიმე კონკრეტულ მიწასთანაა დაკავშირებული, ეს მას კიდევ უფრო მატებს პრესტიჟს, ისევე როგორც სპეციფიურ თავისებურებებს. ამიტომაა, რომ საფრანგეთში წლების განმავლობაში ბორდოს შატოებისა (château) და ბურგუნდიული კრუ-ს (cru) მყარი ტრადიცია არსებობს. მაგალითად, შაბლის აპელასიონში (Chablis Premier Cru) 40 ვენახია, მაგრამ ბოთლზე მხოლოდ 17 აღინიშნება. Alsace Grand Cru-ში კი აუცილებელია ყველა ვენახის სახელწოდების მითითება (დაახლ. 50), ისევე როგორც Chablis Grand Cru-ში, სადაც შვიდი ნაკვეთია (Les Clos, Blanchots, Bougros, Valmur, Vaudésir, Les Preuses და Grenouilles).
- Cru-ს, ანუ საკლასიფიკაციო წარწერას უმაღლესი ხარისხის ღვინოებზე ნახავთ. პირველად ეს საკლასიფიკაციო ღონისძიება ბორდოში ჩატარდა, მედოკისა და სოტერნის აპელასიონებში (1955 წელს), თუმცა პორტუგალიელების აზრით, ასეთი რამ პირველად მათ ქვეყანაში, კერძოდ კი დუროს (Douro) რეგიონში მოხდა 1756 წელს. ეტიკეტზე საკლასიფიკაციო წარწერა რამდენიმენაირადაა აღნიშნული, მაგალითად, Cru classé en 1855 ან Grand cru classé en 1855, ელზასსა და ბურგუნდიაში: Montrachet Grand Cru ან Alsace Grand Cru და ა.შ. არის შემთხვევევბი, როცა Cru classé ისეთ რეგიონებში წარმოებულ ღვინოებსაც აწერია, სადაც კლასიფიკაცია არ ჩატარებულა (მაგალითად პროვანსი, ბურჟე) და სპეციალისტების აზრით ეს წარწერა არ წარმოადგენს ხარისხის გარანტიას.
- საფრანგეთში Château-სა (ციხესიმაგრე) და Clos-ის (ვენახი) მიწერა ეტიკეტზე მხოლოდ АОС კატეგორიის ღვინოებსა აქვთ, მაგალითად Château Lafleur Pomerol, ან Châteauneuf-du-pape-ის Clos des Papes.
- ჩამომსხმელი კომპანიის სახელი და მისამართის მითითება თითქმის ყველგან სავალდებულოა (თუ არ ვცდები, მხოლოდ ავსტრალიაა გამონაკლისი), თუმცა არის შემთხვევები, როცა მარტო საფოსტო ინდექსს აწერენ. ჩამომსხმელი კომპანია საფრანგეთში შემდეგნაირად აღინიშნება – producteur, propriétaire, viticulteur, négociant, négociant-éleveur. კომპანიის მისამართს წინ უძღვის ფრაზა Mis en bouteille (ბოთლებში ჩამოისხა). ეს წესი ყველა კატეგორიის ღვინოზე მოქმედებს, სუფრის ღვინოების გარდა. Mis en bouteille au domaine (ჩამოისხა მეურნეობაში), Mis en bouteille au château, Mis en bouteille а la propriété (მამულში). ნეგოციანტის მიერ ჩამოსხმულ ღვინოს კი აწერია Mis en bouteille par…(და შემდეგ ფირმის სახელი). ხშირად ტყუიან ხოლმე წარწერები - Mis en bouteille dans la région de production (ჩამოისხა წარმოების ადგილას), Mis en bouteille dans nos chais (ჩამოისხა ჩვენს სარდაფებში), რადგან მას ნეგოციანტები აწერენ და არა მეღვინეები. ესპანურად ჩამოსხმა აღინიშნება – Embotellado, იტალიურად – Imbotigliato, ინგლისურენოვან ქვეყნებში - Estate Bottled.
ძალზე მნიშვნელოვანია აგრეთვე ღვინის ფერის აღნიშვნა
- თეთრი, წითელი, ვარდისფერი, რომელიც ფრანგულად ასე ჟღერს: blanc, rouge, rosé. იტალიურად: bianco, rosso, rosato. ესპანურად: blanco, tinto, rosado. ასეთ წარწერებს უფრო ხშირად დაბალი ხარისხის ღვინოებზე შეხვდებით და ძალზე იშვიათად, აპელასიონების პროდუქციაზე.
- ჯიშები ეტიკეტზე ყოველთვის არ გამოაქვთ ხოლმე. მაგალითად მე არ მახსოვს ბორდოს ან ბურგუნდიული კეთილშობილი ღვინოები, რომლებზეც ჯიშები ეწეროს. ასეთ შემთხვევაში პომროლის, პოიაკისა და მედოკის აპელასიონის ბევრ ღვინოზე სულ სამ-სამი, ოთხ-ოთხი ჯიში უნდა მიგვეწერა (კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი, მერლო…). ევროკავშირის სახელმწიფოებში ორი ჯიშიც გამოაქვთ ხოლმე ეტიკეტზე, თუმცა მარტო იმ შემთხვევაში, როცა ღვინო მხოლოდ მათგანაა დაწურული (პირველ რიგში იმ ჯიშს აწერენ, რომელიც ჭარბობს). ზოგიერთი ღვინის ბოთლზე სამი ჯიშის სახელიც მინახავს (არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ეტიკეტზე, თორემ კონტრეტიკეტზე ჯიშების გარდა ბევრი სხვა რამეც შეიძლება კაცმა ამოიკითხო…).
- კვიპროსზე ღვინის ჯიშის მიწერა აკრძალულია, ისევე როგორც ბურგუნდიულ აპელასიონებში (გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე Bourgogne და Bourgogne Aligoté-ა).
- თუკი ცქრიალა ღვინო მხოლოდ შავი ჯიშის ყურძნისგანაა დაწურული, ეტიკეტზე აუცილებლად ამოიკითხავთ Blanc de Noirs (ანუ, თეთრი შავიდან), თუკი მხოლოდ თეთრიდან, Blanc de Blancs (თეთრი თეთრიდან).
- თუკი ფრანგულ ღვინის ბოთლზე ნახავთ წარწერას, Vieilles Vignes (ბებერი ვაზი), ე.ი. ვაზი მინიმუმ 15, მაქსიმუმ 100-ზე მეტი წლისაა.
- აუცილებელია ტექნოლოგიების და დაძველების შესაბამისი ცნებების ცოდნა, რომლებიც ძალზე ხშირადაა ხოლმე აღნიშნული ეტიკეტზე. Nouveau (ახალი), jeune (ახალგაზრდა) ან primeur (ადრეული) ახალი ღვინის აღმნიშვნელია, რომელსაც დაძველება არ სჭირდება. ასეთები საფრანგეთის მაღაზიაში ზოგჯერ იმავე წლის ნოემბრის ბოლოს ჩნდება და რამდენიმე თვეში უნდა დაილიოს. ყველაზე ცნობილია Beaujolais, Coteaux du Languedoc, Corbières, Anjou, Côtes du Rhône, Gaillac. ასევეა იტალიური vino novello, ესპანური vino primero ან vino jóven, პორტუგალიური vinho verde.
- მოსავლის წელს (მილეზიმი, ან ვინტაჟი) ყველა ქვეყანაში არ აწერენ, თუმცა ღვინის ამოცნობის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი, წარმოშობისა და ტექნოლოგიის გარდა, მილეზიმიცაა. მაგალითად, პროფესიონალმა კარგად იცის, რომ ელზასში ისტორიული მოსავალი 1997, 2000 და 2003 წლებში იყო, ბურგუნდიაში წითლებსაც და თეთრებსაც უკვე რამდენიმე წელია ოქროს ხანა უდგათ, თუმცა ე.წ. Excellent მოსავალი 1990 წლის შემდეგ არ ყოფილა. ბორდოში 2003, 2004 და განსაკუთრებით 2005 ბრწყინვალე წლებად ჩათვალეს, ესპანეთის რიოხაში კი არაჩვეულებრივად 1994, 1995 და 2001 წლის ვინტაჟები მიიჩნიეს. ჩილეში წელს მაშინ აწერენ, თუკი ამ წლის ღვინომასალები 75%-ზე ნაკლები არაა, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 95%-ია, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში კი 85% (ევროპაში აკრძალულია სუფრის ღვინოების დათარიღება).
- Vin jaune ყვითელ ღვინოს ნიშნავს და მას საფრანგეთში, იურას მხარეში წურავენ გადამწიფებული ყურძნისგან. ასეთი ღვინო ძალზე დიდხანს ინახება, ზოგჯერ ას წელიწადზე მეტ ხანსაც.
- იტალიური Superiore მაღალი სპირტიანობით გამოირჩევა, Riserva ან Riserva Speciale სპირტიანობის გარდა არანაკლებ 2-3 წლიან დაძველებაზეც მიანიშნებს. Vecchio – ძველი, Stravecchio – ძალიან ძველი. Vino Santo (წმინდა ღვინო) – თეთრი, უფრო ხშირად სადესერტო ღვინო. Recioto – გადამწიფებული ყურძნისგან წურავენ ვენეტოში.
- პორტუგალიაში Reserva აღნიშნავს, რომ სპირტიანობა ნორმაზე მეტია.
- ესპანეთში Gran Reserva ხუთწლიანი დავარგების ღვინოს ქვია. მას არანაკლებ 2 წელი მუხის კასრებში უნდა ჰქონდეს გატარებული. Reserva – სამწლიანი, მუხა – არანაკლებ 1 წლისა. Crianza – ორწლიანი, 6 თვე მუხის კასრებში.
- გერმანიაში ტექნოლოგიის თავისებურებებიც გამოაქვთ ეტიკეტზე და ხარისხის დონეც Qualitätswein mit Prädicat (QmP)-ის კატეგორიის ფარგლებში ("ხარისხიანი ღვინო განსაკუთრებული ნიშნებით"). აქ ყველაფერს შაქრიანობა განსაზღვრავს მოკრეფის მომენტში. Kabinett – საბაზო ხარისხის ღვინო. Spätlese – გვიანი მოსავლის ღვინო. Auslese – გვიანი მოსავლის ნარჩევი მტევნებიდან დაწურული ღვინო. Beerenauslese – ნარჩევი, ნაწილობრივ კეთილშობილი ობით დაავადებული ყურძნისგან დაწურული ღვინო. Trockenbeerenauslese - კეთილშობილი ობით დაავადებული ნარჩევი ყურძნისგან დაწურული ღვინო. Auslese და Beerenauslese კატეგორიები ფრანგებმაც აღიარეს, ოღონდ ელზასის ღვინოებისთვის, სადაც მათ შესაბამისად Vendanges tardives და Sélection de grains nobles უწოდეს.
- Sec (ინგლ. dry) - მშრალი ღვინოები. demi-sec (semi-dry) – ნახევრადმშრალი. Moelleux (semi-sweet) - ნახევრად ტკბილი. doux (sweet) – ტკბილი. ესპანეთში – Seco, Semiseco, Semidulce, Dulce.
- Vin de paille ჩალის ღვინოს ნიშნავს. რონას მხარეში ან ელზასში ყურძენს თვეების მანძილზე ჩალის საგებელზე აჩამიჩებენ და შედეგად ძალზე კონცენტრირებული სადესერტო ღვინო დგება. ავსტრიაში ასეთ ღვინოს Strohwein-ს უწოდებენ.
- Vin doux naturel – სიტყვა-სიტყვით, ნატურალურ ტკბილ ღვინოს ნიშნავს, საფრანგეთში ასე უწოდებენ დასპირტულ ღვინოებს.
- გერმანული და ავსტრიული Eiswein-ს, ასევე კანადურ და ჩილიურ Ice Wine-ს (ყინულის ღვინო) გადამწიფებული, ზამთარში დაკრეფილი ყურძნიდან წურავენ.
- Vin biologique ბიოლოგიური ღვინოა, რომელსაც პესტიციდების, სასუქისა და კონსერვანტების გარეშე ამზადებენ. ღვინის აუცილებელი დანამატებიც მხოლოდ ნატურალურია. იშვიათად აწერენ ხოლმე ეტიკეტზე, რადგან ამ ტიპის ღვინოების სერტიფიკაცია დღემდე კამათის საგანია.
- ესპანურ წითელ ღვინოებზე წარწერა Doble pasta იმას ნიშნავს, რომ ჭაჭაზე დაყენებისას (მაცერაცია) ჭაჭა ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი გამოიყენეს. ასეთი ღვინო ძალზე ტანინიანია და კონცენტრირებული.
- Réserve personnelle, Sélection personnelle (პირადი მარაგიდან…) – ეს წარწერები ხშირად ტყუიიან ხოლმე, რადგან ოფიციალური გარანტიები არ არსებობს და ყველაფერი ჩამომსხმელის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
- Élevé en fûts, Élevé en fûts de chêne – დაძველებულია ხის, მუხის კასრებში. ბორდოს სახელოვანი შატოები მუხის კასრებში ძველდება, მაგრამ ძალზე იშვიათად ნახავთ ამ წარწერას ბოთლზე.
- ბოთლის რიგითი ნომერი წესით ყველაზე ძვირფას ღვინოებს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხანდახან ისე გამოდის, რომ საშუალო დონის ღვინოზეც აბეჭდავენ რიგით ნომერს, ზოგჯერ ყალბსაც.
- Grand vin – ამ წარწერას მხოლოდ ელიტური, დიადი ღვინის ეტიკეტზე უნდა აწერდნენ (ძირითადად ბორდოს ღვინოებზე), თუმცა ეს ყოველთვის ასე როდია.

© „მარანი“
No comments:
Post a Comment