Friday, 11 January 2008

აფხაზეთის ხუთვარსკვლავიანი კონიაკი


კომპანიამ - "აფხაზეთის ღვინო და წყლები" ხუთვარსკვლავიანი კონიაკის პირველი პარტია გამოუშვა. სასმელი გაგრის კონიაკის ქარხანაში მზადდება. ქარხნის რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ქარხანაში წარმოების აღდგენასა და პროდუქციის ქსელში ჩაშვებაზე 10 მილიონი რუბლი დაიხარჯა. კონიაკი მზადდება ადგილობრივი კონიაკის სპირტისგან. მოწყობილობები იტალიიდანაა შემოტანილი. კომპანიის ხელმძღვანელობა გასაღების ბაზრებზეც ფიქრობს. მთავარ ბაზრად რუსეთს მიიჩნევენ. თუმცა ჯერჯერობით სოფლის მეურნეობის პროდუქტების აფხაზეთიდან რუსეთში შეტანა იკრძალება.

© „მარანი“

No comments: