ჩეხეთის ლუდის დედაქალაქ პლზენში, ლუდის ქარხნის, Plzensky Prazdroj-ის მეზობლად, იხსნება მინი ლუდსახარში. ეს ერთადერთი მინი ლუდსახარში იქნება ქალაქის ცენტრში. ლუდსახარში გამოუშვებს ნახევრად მუქ, 14%-იან არაპასტერიზებულ ლუდს ბრენდით Lotr. პროექტის ინვესტორია კომპანია Acreal. თავიდან ლუდის წარმოების წლიური მოცულობა იქნება ათასი ჰექტოლიტრი, მომავალში რაოდენობა გაიზრდება. ლუდსახარშთან გახსნილია სალუდე და 180 კაცზე გათვლილი რესტორანი.
© „მარანი“
No comments:
Post a Comment