Tuesday, 22 January 2008

კანარის ღვინოები ახალი შეფუთვით


ზარალის შემცირების მიზნით, კანარის კუნძულების (ესპანეთი) ღვინოს უმტვრევ ჭურჭელში ჩამოასხამენ. ახალი შეფუთვა განკუთვნილია კუნძულებიდან ღვინის საჰაერო ტრანსპორტირებისათვის. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ევროპაში გამოვიდა კანონი სითხის თვითმფრინავით გადაზიდვის შესახებ.
გარეგნული სისადავის მიუხედავად, შეფუთვის დიზაინის შექმნას დიდი დრო დასჭირდა. მისი გამძლეობა სიმაღლიდან დავარდნისას უკვე გამოსცადეს.

© „მარანი“

No comments: