ჟურნალ Gambero Rosso-ს ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა საერთაშორისო გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვა ჩაუტარდათ ღვინის ექსპერტებს, თემაზე, იტალიის გამოჩენილი ღვინისმწარმოებლები. რეიტინგს ლიდერობს კომპანია "გაია".
უფრო ადრე, 2007 წლის ივნისში იტალიურმა ვებ-პორტალმა Winenews Vinitaly-სთან ერთად ჩაატარა გამოკვლევა, რომელიც ეხებოდა იტალიური ღვინის მწარმოებელთა იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე. ამ გამოკვლევაშიც, უკვე ზედიზედ მესამედ, ანჯელო გაიას კომპანიამ მიიღო საპატოი ტიტული "იტალიური მეღვინეობის მედროშე".
2007 წლის შემოდგომაზე კომპანიის ღვინოებმა მიიღეს უმაღლესი ჯილდოები და დაიკავეს მოწინავე ადგილები იტალიურ ღვინის ცნობარებში (Gambero Rosso, Espresso, Duemilavini, Veronelli), აგრეთვე ავტორიტეტულ საერთაშორისო ღვინის გამოცემებში Wine Spectator, Wine Advocate, Falstaff.
ცნობარმა Gambero Rosso კომპანიას მიაკუთვნა წოდება "2008 წლის ღვინის საწარმო".
© „მარანი“
No comments:
Post a Comment