Monday, 14 January 2008

მიკ ფლიტვუდის ღვინო


მეღვინეობა სულ უფრო და უფრო იზიდავს ცნობილ ადამიანებს, ხელოვნების მოღვაწეებს. მეღვინე-ხელოვანთა რიგებს მიკ ფლიტვუდიც შეუერთდა, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Fleetwood Mac-ის დამაარსებელი და ლიდერი.
ჯგუფი ბრიტანული როკის სათავეებთან იდგა, მერე პოპ-მუსიკაზე გადავიდა და Grammy-ის 11 ჯილდო მოიპოვა. გასტროლების დროს ფლიტვუდი ღვინითა და გასტრონომიით დაინტერესდა და ამ დარგში ლიტერატურაც შეისწავლა. ყოფილი როკერი კალიფორნიის და ვაშინგტონის ავტორიტეტულ ღვინის საწარმოებთან თანამშრომლობს. Mick Fleetwood Private Cellar-ის ღვინოები მზადდება სხვადასხვა ვენახებიდან, სადაც ტერუარი განსაკუთრებულად უხდება შესაბამის ჯიშს.

© „მარანი“

No comments: