“რთველი 2007”-ის პირობებში კახეთში უკვე 14 ათასი ტონა ყურძენი დაკრეფილი და დაბინავებულია, _ ამის შესახებ სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და “რთველი 2007”-ის შტაბის ხელმძღვანელმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა.
კვეზერელის განცხადებით, კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს. “14 ათასი ტონა ყურძენ უკვე დაბინავებულია და რთველის დასრულებამდე რეგიონში მოწეული ყურძენი სრულად დაბინავდება და გადამუშავდება”- აცხადებს კვეზერელი.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთში 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება. რომელსაც 50-მდე ყურძნის გადამუშავებელი კომპანია იბარებს. როგორც რამოდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პეტრე ცისკარიშვილმა, განმარტა, რომ აღნიშნული კომპანიებიდან მოთხოვნა უკვე 45 ათას ტონა ყურძენზეა გაკეთებული.
ჯი-ეიჩ-ენი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment