სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოუეტოში ღვინის ზეიმი გაიმართა, რომელიც ორ დღეს გრძელდებოდა. ფესტივალში მონაწილეობდა 90-ზე მეტი ღვინის საწარმო და 800-მდე მარკის ღვინო იყო წარმოდგენილი. ფესტივალს 4000-მდე კაცი სტუმრობდა, ძირითადად - 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები.
სოუეტოს ღვინის ფესტივალი წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. შარშან ფესტივალს 3000 კაცი ეწვია, წელს კი დამსწრეთა რაოდენობა მესამედით გაიზარდა.
ღვინის წარმოებით აფრიკას მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია. აფრიკის ღვინის წარმოების მოცულობა მსოფლიოს ალკოჰოლური პროდუქციის 3,3 პროცენტს შეადგენს.

© „მარანი“
No comments:
Post a Comment