Monday, 1 October 2007

“ვაზისა და ღვინის” შესახებ კანონში ცვლილებები შევა

უახლოეს ხანებში საქართველოს პარლამენტი “ვაზისა და ღვინის” შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს, რომლის მიხედვით, საბრენდე სპირიტს დამზადება და შემდგომ მისი რეალიზება შედარებით გამარტივებული წესებით მოხდება.
როგორც სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბაკურ კვეზერელმა განმარტა, აღნიშნული ცვლილებით საბრენდე სპირტების ბაზარი უფრო მრავალფეროვანი გახდება.
“მას შემდეგ რაც კანონში ცვლილება შევა, ნებისმერი დაინეტერსებული პირისათვის გადამუშავება და სპირიტს დამზადება ვადებში იქნება ხელსაყრელი. რადგანაც ადრე საბრენდე სპირიტის დამზადება გარკვეული დაძველების შემდეგ იყო ნებადართული”,- განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” კვეზერელმა.
სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილე მიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს და დაამტკიცებს, აღნიშნულ ბიზნესში მრავალი მეწარმე ჩერთვება, რადგან ამ მიმართულებით სათანადო დაინტერესება არსებობს.
“პროცედურების გამარტივებით, ბიზნესში ახალი მეწარმეები ჩაერევიან, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება”- აცხადებს ბაკურ კვეზერელი.

ჯი-ეიჩ-ენი

No comments: