Monday, 1 October 2007

ევროპა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ



ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ისინი თანამშრომლობას თვით ალკოჰოლის მწარმოებლებს სთავაზობენ. ევროკავშირის კომისარი ჯანდაცვის საკითხებში, მარკოს კიპრიანუ, ქვეყნებს მოუწოდებს, მიბაძონ საფრანგეთს და ბოთლის ეტიკეტებზე მოათავსონ გაფრთხილება ფეხმძიმე ქალებისთვის ალკოჰოლის მავნეობის შესახებ (საფრანგეთში ალკოჰოლის ბოთლებს სულ მალე "დაამშვენებს" პიქტოგრამა მომავალი დედის გამოსახულებით). ევროკომისიის ერთ-ერთი წინადადება ამერიკული ტრადიციისამებრ ეტიკეტებზე გამაფრთხილებელი წარწერების მოთავსებასაც ითვალისწინებდა - ისევე, როგორც ეს სიგარეტის კოლოფებზეა. ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვეს.
ოფიციალური ცნობებით, ევროკავშირის ქვეყნებში ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებით ყოველწლიურად 200 ათასი კაცი იღუპება.
© „მარანი“

No comments: