Friday, 5 October 2007
კომპანია ”ბადაგონს” ერთი წელი უსრულდება
ღვინის მწარმოებელ კომპანია ”ბადაგონს” ერთი წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კომპანია 9 ოქტომბერს რამდენიმე საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიზა ბაგრატიონმა განუცხადა, 9 ოქტომბერს 14.00 საათზე ალავერდის საკათედრო ტაძარში, კომპანიის მიერ რესტავრირებულ უძველეს მარანში, ყურძნის პირველი მიღება მოხდება.
მისივე განცხადებით, ყურძნის ჩაბარების პროცესს ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და სინოდის სხვა წევრები დაესწრებიან. ამასთან, ტაძარს იტალიელი და ქართველი სტუმრებიც ეწვევიან.
საზეიმო ღონისძიებები 16.00 საათზე სოფელ ზემო ხოდაშენში, ”ბადაგონის” ღვინის ქარხანაში გადაინაცვლებს, სადაც კომპანიის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, იტალიელი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. კონცერტის დასრულების შემდეგ, ”ბადაგონის” იტალიელი პარტნიორი დონატო ლანატი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.
საგანგებოდ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში კომპანიის პრეზიდენტები თემურ უბილავა და დონატო ლანატი ჩამოვლენ. სტუმრებს შორის ქართველი მსახიობი, კომპანიის სახე სოფიკო ჭიაურელი იქნება.
საიუბილეო ღონისძიებას კომპანის ევროპელი პარტნიორები და სადისტრიბუციო კომპანიებიც დაესწრებიან.
”ინტერპრესნიუსი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment